პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც რეფერენდუმის კამპანიის ორგანიზატორებად რეგისტრაციის უფლება აქვთ, უცხოეთიდან ფინანსდებიან, მათი საქმიანობა სათანადოდ არ კონტროლდება - სლოვენიის პრემიერ-მინისტრი​

საქართველოს პარლამენტი

სლოვენიის პრემიერ იანეზ იანშას განცხადებით, არასამთავრობოების უცხოური დაფინანსება ქვეყნის პოლიტიკაში პირდაპირი ჩარევაა; ქვეყანაში ინიციირებულია კანონი, რომლითაც უცხოეთიდან დაფინანსებულ პირებს საარჩევნო და სარეფერენდუმო კამპანია აეკრძალებათ.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც რეფერენდუმის კამპანიის ორგანიზატორებად რეგისტრაციის უფლება აქვთ, უცხოეთიდან ფინანსდებიან, მათი საქმიანობა სათანადოდ არ კონტროლდება - სლოვენიის პრემიერ-მინისტრი​
რუსთავი 2

სლოვენია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს იღებს - მმართველმა კოალიციამ წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, საარჩევნო კამპანია აეკრძალებათ იურიდიულ პირებს, რომლებსაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საზღვარგარეთიდან დაფინანსება აქვთ მიღებული. რეფერენდუმებთან დაკავშირებული სააგიტაციო საქმიანობა შეეზღუდებათ არასამთავრობოებსაც. ინიციატორები აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანია ამომრჩეველთა ინტერესების დაცვა, გამჭვირვალობა და დემოკრატიულ პროცესებში არაპირდაპირი უცხოური გავლენების აღკვეთა.

სლოვენიის პრემიერ-მინისტრის, იანეზ იანშას განცხადებით, კანონპროექტის მიზანი საარჩევნო და დემოკრატიულ პროცესებში უცხოური ჩარევის აღკვეთა და ყველა სუბიექტისთვის თანაბარი წესების დაწესებაა. მისი თქმით, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა სათანადოდ არ კონტროლდება და მათთვის არ მოქმედებს ის შეზღუდვები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს აქვთ დაწესებული.

"არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც რეფერენდუმის კამპანიის ორგანიზატორებად რეგისტრაციის უფლება აქვთ, უცხოეთიდან ფინანსდებიან. მათი საქმიანობა სათანადოდ არ კონტროლდება. დაფინანსება სხვადასხვა წყაროდან მოდის. ეს უცხოური ორგანიზაციების, კორპორაციებისა და მილიარდერების პირდაპირი ჩარევაა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. ამ კანონპროექტით ჩვენ მხოლოდ ყველასთვის თანაბარი წესების დაწესებას ვცდილობთ. დღეს ეს წესები ყველასთვის ერთნაირი არ არის.

ზოგიერთი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოეთიდან, სხვადასხვა ფონდიდან და სხვა, ხშირად გაურკვეველი წყაროდან, წელიწადში იმაზე მეტ თანხას იღებს, ვიდრე პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ პარტიას ერთად აქვს კანონით წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყოფილი. ამ ორგანიზაციებისთვის არ არსებობს არანაირი შეზღუდვა, კონტროლი ან სანქცია. შესაბამისად, საუბარი საქმიანობის აკრძალვას არ ეხება. მიზანია, ყველასთვის თანაბარი წესები დაწესდეს და დემოკრატიულ პროცესებში უცხოური ჩარევა გამოირიცხოს", - აცხადებს სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. რუსთავი 2სამთავრობოსლოვენიაში უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს საარჩევნო და სარეფერენდუმო კამპანიების წარმოება ეკრძალებათ
  2. იმედინიუსისამთავრობოევროპარლამენტში ლიბერალური პოლიტიკური ჯგუფი Renew Europe სლოვენიის მთავრობას მოუწოდებს, უკან გაიწვიოს საარჩევნო და სარეფერენდუმო კამპანიის შესახებ კანონში შეთავაზებული შესწორება - ცვლილება ორგანიზაციებს წარსულში მიღებული უცხოური დაფინანსების გამო რეფერენდუმის კამპანიებიდან გამორიცხავს, შეზღუდვა გავრცელდება, მათ შორის, ევროკომისიის გრანტებსა და მომსახურების სანაცვლოდ მიღებულ გადახდებზე
  3. POSTVსამთავრობოსლოვენია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს იღებს – ქვეყნის მმართველმა კოალიციამ წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც საარჩევნო კამპანიის წარმართვა აეკრძალებათ იმ იურიდიულ პირებს, რომლებსაც არჩევნებამდე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთიდან რაიმე სახის დაფინანსება აქვთ მიღებული
  4. POSTVსამთავრობოსლოვენია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს იღებს – ქვეყნის მმართველმა კოალიციამ წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმად, საარჩევნო კამპანიის წარმართვა აეკრძალებათ იმ იურიდიულ პირებს, რომლებსაც არჩევნებამდე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთიდან რაიმე სახის დაფინანსება აქვთ მიღებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სლოვენიის ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რეფერენდუმებთან დაკავშირებული სააგიტაციო საქმიანობის შეზღუდვას გეგმავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები