პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გლდანის ციხის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

იუსტიციის სამინისტრო

პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ცემის გახმაურებულ ფაქტს გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, რამაზ ფირცხალავას თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა. მის ადგილზე ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა.

გლდანის ციხის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ნეტგაზეთი

გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

მის ნაცვლად №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად დაინიშნა ნოდარ ქინქლაძე, რომელიც ამ დრომდე №1 ლაითურის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

„აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილებები განხორციელდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით“, — ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პენიტენციურ სისტემაში საკადრო ცვლილებები მოჰყვა პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ცემას, რომელიც 20 ოქტომბერს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. ის წინა დღეს, 19 ოქტომბერსაც იყო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული, თუმცა მალევე გაწერეს.

ოჯახისა და ადვოკატის ცნობით, დავით ფეიქრიშვილს ციხის საკანში ფიზიკური დაზიანებები რამდენიმე პირმა მიაყენა, მათ შორის, ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა („კაწრომ“).

თუმცა პენიტენციური სამსახური ფეიქრიშვილის ცემას უარყოფდა მანამ, სანამ 20 ოქტომბერს ღამით იუსტიციის სამინისტრომ განცხადება არ გაავრცელა, რომ „მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო“. იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ დაადასტურა, რომ ფეიქრიშვილთან საკანში უცხო პირები შეასახლეს, თუმცა თქვა, რომ საქმის გარემოებები გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

26 ოქტომბერს თანამდებობა დატოვა პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ, რომელიც რამაზ თათარაშვილმა ჩაანაცვლა. თათარაშვილი მანამდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურიგლდანის ციხის უფროსი მოხსნეს
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა
  3. ბათუმელებიოპოზიციურიგლდანის ციხის დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დანიშნეს
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პატიმარ დავით ფეიქრიშვილის დედა და ყოფილი მეუღლე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები