პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გლდანის ციხის უფროსი მოხსნეს

იუსტიციის სამინისტრო

გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ადგილზე ნოდარ ქინქლაძე დანიშნეს. ფირცხალავას გადადგომას პატიმრების ოჯახის წევრები ითხოვდნენ.

გლდანის ციხის უფროსი მოხსნეს
TV პირველი

სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

მის ნაცვლად №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად დაინიშნა ნოდარ ქინქლაძე, რომელიც ამ დრომდე №1 ლაითურის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

უწყების ცნობით, აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილებები განხორციელდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით.

რამაზ ფირცხალავას გადადგომას პატიმრების ოჯახის წევრები ბოლო რამდენიმე დღეა, აქტიურად ითხოვენ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 40 წლის კაცზე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკურად იძალადეს.

დედა თავდასხმის ორგანიზატორებად ავთანდილ ბილანიშვილს, იგივე „კაწრომს“, ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს და კიდევ ორმა პირს ასახელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიგლდანის ციხის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა
  3. ბათუმელებიოპოზიციურიგლდანის ციხის დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დანიშნეს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები