ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იაშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებული ბავშვების რაოდენობა გაზრდილია

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში საბავშვო ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებულ პაციენტთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, სოფიო ცერცვაძის განცხადებით, ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია და ისინი შესაბამის მკურნალობას გადიან.

იაშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებული ბავშვების რაოდენობა გაზრდილია
იაშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებული ბავშვების რაოდენობა გაზრდილიაალია

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში საბავშვო ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო მოთავსებული ბავშვების რაოდენობა გაზრდილია და ის ამ ეტაპზე 13-ს შეადგენს.

გუშინ შუადღის მონაცემებით, კლინიკაში 7 ბავშვი იმყოფებოდა.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, სოფიო ცერცვაძის თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„დღევანდელი მდგომარეობით, ჰოსპიტალში რჩება 13 პაციენტი. მათი კლინიკური მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტებს აღენიშნებოდათ გასტროინტესტინური ჩივილები. ამ ეტაპზე მათ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და მიმდინარეობს კლინიკური მდგომარეობის დინამიკაში შეფასება და მონიტორინგი“,- განაცხადა სოფიო ცერცვაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
“ბავშვებს გასტროენტერიტი აღენიშნებათ, გამომწვევი ჯერ იდენტიფიცირებული არაა” — პედიატრიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები