პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

7 ბავშვი ჯერ ისევ კლინიკაში რჩება – როგორია მოწამლული ბავშვების მდგომარეობა

იაშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით შეყვანილი 11 ბავშვიდან 4 ბინაზე გაეწერა, ხოლო 7 პაციენტი სტაციონარში რჩება და მათი მდგომარეობა სტაბილურია. ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით 7 ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, ხოლო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

7 ბავშვი ჯერ ისევ კლინიკაში რჩება – როგორია მოწამლული ბავშვების მდგომარეობა
ალია

იაშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით 11 ბავშვი შეიყვანეს, საიდანაც 4 დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე, 7 პაციენტი კი სტაციონარში რჩება.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, სოფიო ცერცვაძე, მედიასთან ამბობს:

გუშინ საღამოდან ჰოსპიტალს 11-მა პაციენტმა მომართა. პაციენტებს აღენიშნებოდათ გულისრევა და მუცლის ტკივილი.

ყველა პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. 4 პაციენტი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე, 7 პაციენტი კი ამ ეტაპზე სტაციონარში რჩება.

ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. მათ უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა და მიმდინარეობს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკაში დაკვირვება“,

ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, 7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურისაბავშვო ბაღებში მოწამლული ბავშვების რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზარდა
  2. ალიაოპოზიციურიიაშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებული ბავშვების რაოდენობა გაზრდილია
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება - დაწყებულია გამოძიებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები