პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო

თბილისის მერია

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება 12 ნოემბრამდე გაგრძელდება. წელს მაქსიმალური დაფინანსების ლიმიტი 20 000-დან 50 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ბრუნვის ზედა ზღვარმა ერთ მილიონ ლარამდე აიწია.

მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო
იმედინიუსი

მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო, - თქვა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

მისი განცხადებით, საბუთების მიღება 12 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა თბილისის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მეწარმეებს, გავაძლიეროთ მათი საქმიანობა და შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ბიზნესის განვითარებისთვის. მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დღეიდან განაცხადების მიღების მესამე ეტაპი იწყება, რომელიც 12 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა გასულ წელს დაიწყო და უკვე 80 მეწარმე დაფინანსდა.

„წელს პროგრამის ბიუჯეტი და თითოეული ბენეფიციარისთვის განსაზღვრული დაფინანსების ლიმიტი გაიზარდა. თუ გასულ წელს მაქსიმალური დაფინანსება 20 000 ლარს შეადგენდა, წელს ეს თანხა 50 000 ლარია, რაც მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, შეიძინონ საჭირო დანადგარები და აღჭურვილობა, გააუმჯობესონ პროდუქციის ხარისხი და გაზარდონ წარმოების მასშტაბი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, პროგრამის პირობები გაუმჯობესდა და კიდევ ერთი სიახლე შეემატა - თუ წინა ეტაპზე ფინანსდებოდა საწარმო, რომლის წლიური შემოსავლის ზედა ზღვარი 500 000 ლარი იყო, ახლა ერთ მილიონ ლარამდე ბრუნვის მქონე მეწარმეებსაც შეუძლიათ სარგებლობა. პროგრამა ითვალისწინებს მერიის თანადაფინანსებას მოთხოვნილი თანხის 70-დან 90%-მდე.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ თბილისში რეგისტრირებულ მიკრო და მცირე მეწარმეებს, რომემთაც საკუთარი საქმიანობისთვის საჭირო დანადგარებისა და აღჭურვილობის შეძენა სურთ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა თბილისის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მეწარმეებს, გავაძლიეროთ მათი საქმიანობა და შევქმნათ მეტი შესაძლებლობა ბიზნესის განვითარებისთვის. მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დღეიდან განაცხადების მიღების მესამე ეტაპი იწყება, რომელიც 12 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კალაძე ასახელებს, როდის დასრულდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები