პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შებოლილი სულგუნის ხრაშუნები ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გაიგზავნება - როგორია მერიის პროგრამით გაფართოებული წარმოება

თბილისის მერია

თბილისის მერიის პროგრამით გაფართოებული მუხიანის საწარმო შებოლილი სულგუნის ხრაშუნებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გააგზავნის. მერიის ბიზნესის მხარდაჭერის მესამე ეტაპის ფარგლებში, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს 50 000 ლარამდე თანადაფინანსების მიღება შეუძლიათ.

შებოლილი სულგუნის ხრაშუნები ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გაიგზავნება - როგორია მერიის პროგრამით გაფართოებული წარმოება
რუსთავი 2

თბილისიდან ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ჩიფსების მორიგი პარტია გაიგზავნება. ყველაზე მოთხოვნადი შებოლილი სულგუნის ხრაშუნებია. წარმოების პროცესი ბევრად მარტივი და ეფექტიანი გახადა თანამედროვე დანადგარმა, რომელიც საწარმომ დედაქალაქის მერიის პროგრამის ფარგლებში შეიძინა.

მუხიანში მდებარე საწარმოში დამზადებული პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ტექნოლოგიური განახლებისა და განვითარებისთვის კომპანია მერიის პროგრამის ახალი ეტაპითაც ისარგებლებს. მათი გეგმა კიდევ ერთი დანადგარის შეძენაა, რომელიც წარმოებას გაზრდის.

თბილისის მერიის მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის მესამე ეტაპი ნოემბერში დაიწყო. არის სიახლეც: თანადაფინანსების პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტ მეწარმეს ეძლევა. დაფინანსების მიღება მიკრო, მცირე და ახლა უკვე საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ. თითოეულ საწარმოს 50 000 ლარამდე თანხის მიღება შეუძლია.

პროგრამის პირველ და მეორე ეტაპზე 80-მდე მეწარმე დაფინანსდა. თანადაფინანსების ჯამურმა მოცულობამ მილიონ ლარს გადააჭარბა. პროგრამა ბიზნესს საქმიანობისთვის საჭირო დანადგარების, აღჭურვილობისა და ტექნოლოგიის შეძენის შესაძლებლობას აძლევს. მიმართვიანობა განსაკუთრებით მაღალია ავეჯის, ტანსაცმლის, აქსესუარებისა და კერამიკის საწარმოების მხრიდან.

განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაციის პროცედურები თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ბიზნესი განვითარების მომდევნო ეტაპზე გადაიყვანონ.

ავტორი: ირაკლი კოშაძე

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები