გია ვოლსკი – საერთაშორისო ფორუმებსა და ფორმატებში ხელისუფლების დაბლოკვის მცდელობა არ გამოუვიდათ, ამიტომ ევროკომისიის ანგარიში ისეთივე მწვავე იქნება, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია
გია ვოლსკის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიში ევროპარლამენტის რეზოლუციის მსგავსად მწვავე იქნება, რადგან საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს ხელისუფლების დაბლოკვის მცდელობა ჩავარდა. მისი თქმით, ქვეყნისთვის რუსეთის ორბიტაზე გადასვლის დაბრალება უსაფუძვლოა და მთელი საზოგადოების შეურაცხყოფაა.

ველოდებით, რომ ევროკომისიის ანგარიში ისეთივე მწვავე იქნება, როგორიც ევროპარლამენტის რეზოლუცია, თუმცა ამ ანგარიშს ერთი სერიოზული ნაკლოვანება აქვს. მასში საუბარია საქართველოს საგარეო კურსის შეცვლაზე და მცდელობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ფორუმებსა და ფორმატებში ბლოკირებული იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ეს არ გამოუვიდათ და შესაბამისად, რეზოლუცია გამწვავდება.
„არ მგონია, რადიკალური ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი გამოვიდეს და თქვას, რომ დიახ, გაუმჭვირვალობა და შავი ფული საჭიროა; დიახ, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ლგბტ პროპაგანდა მიიღონ და სქესის შესაცვლელად ოპერაციებიც უნდა ჩატარდეს. აბა, ვინმე გამოვიდეს და ეს თქვას, თუნდაც ჩვენი ოპონენტებიდან. ეს ისეთი მოთხოვნებია, რომლებსაც დაუსაბუთებელია. განა ვინმე არის ადამიანის წინააღმდეგი, რა უმცირესობასაც არ უნდა განეკუთვნებოდეს. ჩვენი კონსტიტუცია ყველას იცავს, მაგრამ მაინცდამაინც ისე გააკეთე, რომ საზოგადოებაში შეიქმნას დაპირისპირება და მუშტი-კრივი, როგორც ეს ვნახეთ, არასწორია.
ქვეყანაში მოქმედებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონი, რომელიც ყველას უფლებებს იცავს, ამ დროს კი, გეუბნებიან, რომ ეს საკმარისი არ არის და აუცილებელია, ვიღაც გამოვიდეს, ხმამაღლა განაცხადოს თავისი პოზიცია და ბავშვებს დაურიგოს წიგნები, რომ კაცმა შეიძლება, კაცი მოიყვანოს ცოლად და ბავშვიც კი იშვილოს. ამასთან დაკავშირებით რა პოზიცია უნდა გვქონდეს? ვეუბნებით, რომ ეს ტრადიციულ ქვეყანაში დაპირისპირების ისეთ ხარისხს განაპირობებს, რომელმაც, მცირე მასშტაბით, ის მოვლენები გამოიწვია, რაც ქაშვეთის ეკლესიასთან ვიხილეთ. ეს ხომ დაგეგმილი იყო. როგორც ერთი, ისე მეორე მხარე მობილიზებული და მზად იყო, რათა ეს ჯახი მომხდარიყო და სისხლი დაღვრილიყო. სწორედ ეს უნდათ. ამ მოთხოვნების მიღმა არაფერი დგას. თავად იღებენ კანონს გამჭვირვალობის შესახებ და თანაც მათი კანონი გაცილებით უფრო მკაცრია. გადახედონ, რა ხდება ევროპაში და შემდეგ იმსჯელონ, რა ფორმებით შეუტიონ პატარა ქვეყანას, რომელიც თავს იცავს და რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია.
როგორ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება? ვისზე ნაკლები ევროპელები ვართ? რუსეთის პოლიტიკის ორბიტაზე გადახვედითო და რითი? იმდენ გაზს ვყიდულობთ, რამდენსაც ევროპელები? მათზე მეტი პროდუქტი გვაქვს ნაყიდი თუ მათ მსგავსად კულისებს მიღმა მოლაპარაკებებით ვართ დაკავებული? ასეთი ბრალდებები ეკუთვნის არა მთავრობას, არამედ ჩვენს საზოგადოებას – ყველას, მათ შორის მათაც, ვინც ახლა ამას ვერ აცნობიერებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„არ მგონია, რადიკალური ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი გამოვიდეს და თქვას, რომ დიახ, გაუმჭვირვალობა და შავი ფული საჭიროა; დიახ, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ლგბტ პროპაგანდა მიიღონ და სქესის შესაცვლელად ოპერაციებიც უნდა ჩატარდეს. აბა, ვინმე გამოვიდეს და ეს თქვას, თუნდაც ჩვენი ოპონენტებიდან. ეს ისეთი მოთხოვნებია, რომლებსაც დაუსაბუთებელია. განა ვინმე არის ადამიანის წინააღმდეგი, რა უმცირესობასაც არ უნდა განეკუთვნებოდეს. ჩვენი კონსტიტუცია ყველას იცავს, მაგრამ მაინცდამაინც ისე გააკეთე, რომ საზოგადოებაში შეიქმნას დაპირისპირება და მუშტი-კრივი, როგორც ეს ვნახეთ, არასწორია. ქვეყანაში მოქმედებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონი, რომელიც ყველას უფლებებს იცავს, ამ დროს კი, გეუბნებიან, რომ ეს საკმარისი არ არის და აუცილებელია, ვიღაც გამოვიდეს, ხმამაღლა განაცხადოს თავისი პოზიცია და ბავშვებს დაურიგოს წიგნები, რომ კაცმა შეიძლება, კაცი მოიყვანოს ცოლად და ბავშვიც კი იშვილოს. ამასთან დაკავშირებით რა პოზიცია უნდა გვქონდეს? ვეუბნებით, რომ ეს ტრადიციულ ქვეყანაში დაპირისპირების ისეთ ხარისხს განაპირობებს, რომელმაც, მცირე მასშტაბით, ის მოვლენები გამოიწვია, რაც ქაშვეთის ეკლესიასთან ვიხილეთ. ეს ხომ დაგეგმილი იყო. როგორც ერთი, ისე მეორე მხარე მობილიზებული და მზად იყო, რათა ეს ჯახი მომხდარიყო და სისხლი დაღვრილიყო. სწორედ ეს უნდათ. ამ მოთხოვნების მიღმა არაფერი დგას. თავად იღებენ კანონს გამჭვირვალობის შესახებ და თანაც მათი კანონი გაცილებით უფრო მკაცრია. გადახედონ, რა ხდება ევროპაში და შემდეგ იმსჯელონ, რა ფორმებით შეუტიონ პატარა ქვეყანას, რომელიც თავს იცავს და რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. როგორ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება? ვისზე ნაკლები ევროპელები ვართ? რუსეთის პოლიტიკის ორბიტაზე გადახვედითო და რითი? იმდენ გაზს ვყიდულობთ, რამდენსაც ევროპელები? მათზე მეტი პროდუქტი გვაქვს ნაყიდი თუ მათ მსგავსად კულისებს მიღმა მოლაპარაკებებით ვართ დაკავებული? ასეთი ბრალდებები ეკუთვნის არა მთავრობას, არამედ ჩვენს საზოგადოებას – ყველას, მათ შორის მათაც, ვინც ახლა ამას ვერ აცნობიერებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…