გია ვოლსკი – დამემორჩილები ან მუდმივად ვიქნებით ზეწოლის რეჟიმში, ეს ის მთავარი გზავნილია, რომელიც ევროკომისიის მოხსენებიდან გავიგეთ
გია ვოლსკის განცხადებით, ევროკომისიის მოხსენების მთავარი გზავნილია: „დამემორჩილები ან მუდმივად ვიქნებით ისეთ რეჟიმში, როდესაც საქართველოზე ზეწოლას განვახორციელებთო“. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მტკიცებით, ანგარიშში ასევე იკვეთება სასამართლოს ხელში ჩაგდების სურვილი.

ევროკომისიის ანგარიშში სამი მთავარი მიმართულება გამოიკვეთა. პოზიტივში ამბობენ, რომ ქვეყანას ეკონომიკური ზრდა აქვს, მაგრამ ამის უზრუნველყოფა რითაც ხდება, სტაბილურობით, ეს არ არის შეფასებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მეორე საკითხი სასამართლოს ხელში ჩაგდების დაუოკებელი სურვილია, რადგან არჩევნებში მათი ფავორიტები ვერ იმარჯვებენ.
„მესამე საკითხი საგარეო პოლიტიკაა, რომელიც თურმე, ევროკავშირის პოლიტიკას არ ემთხვევა, რომელმაც მოგვიწოდა, რომ ეკონომიკურ დაპირისპირებაში შევიდეთ რუსეთის, არ გვქონდეს კავშირი ჩინეთთან. მთავარ თემად წამოწეულია ის, თითქოსდა, ადამიანების დაკავება და დაპატიმრება „თვითნებურად“ ხდება. ეს საკითხები მოიცავს და განაპირობებს დამოკიდებულებას, რაც ბრიუსელიდან არაერთხელ გაგვიგია – დამემორჩილები ან მუდმივად ვიქნებით ისეთ რეჟიმში, როდესაც საქართველოზე ზეწოლას განვახორციელებთო. ეს ის მთავარი გზავნილია, რომელიც ამ მოხსენებიდან გავიგეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„მესამე საკითხი საგარეო პოლიტიკაა, რომელიც თურმე, ევროკავშირის პოლიტიკას არ ემთხვევა, რომელმაც მოგვიწოდა, რომ ეკონომიკურ დაპირისპირებაში შევიდეთ რუსეთის, არ გვქონდეს კავშირი ჩინეთთან. მთავარ თემად წამოწეულია ის, თითქოსდა, ადამიანების დაკავება და დაპატიმრება „თვითნებურად“ ხდება. ეს საკითხები მოიცავს და განაპირობებს დამოკიდებულებას, რაც ბრიუსელიდან არაერთხელ გაგვიგია – დამემორჩილები ან მუდმივად ვიქნებით ისეთ რეჟიმში, როდესაც საქართველოზე ზეწოლას განვახორციელებთო. ეს ის მთავარი გზავნილია, რომელიც ამ მოხსენებიდან გავიგეთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…