დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
ჩინეთმა ესპანეთის ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეწყვიტა. გამოცემა Marca-ს ცნობით, ეს გადაწყვეტილება კილიან მბაპეს მიერ ჩინეთის ყოფილი ლიდერის, მაო ძედუნის მისამართით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

რამდენიმე დღის წინ "რეალის" ვარსკვლავმა კილიან მბაპემ საკუთარ თავთან დაკავშირებულ ცნობილ ინტერნეტ-მიმზე საუბრისას ჩინეთის ყოფილ ლიდერს, მაო ძედუნს "დიქტატორი" უწოდა, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა.
ოფიციალური პეკინის აღშფოთება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ თავად ფეხბურთელს, მის კლუბსა და ლა ლიგის ოფიციალურ წარმომადგენლებსაც კი მოუწიათ სიტუაციის გამოსწორება და ბოდიშის მოხდა.
მიუხედავად ამისა, Marca წერს, რომ ჩინელებმა დანაპირები სისრულეში მოიყვანეს და ქვეყანაში ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება არ ყოფილა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…