"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტოფ დიუგარიმ კილიან მბაპე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ფეხბურთელმა ჩინეთში მაო ძედუნზე ხუმრობის გამო ბოდიში მხოლოდ ფინანსური ინტერესების გამო მოიხადა. დიუგარის თქმით, ამ ნაბიჯმა მბაპეს მიმართ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება კიდევ უფრო გაამძაფრა.

„რეალის“ თავდამსხმელის კილიან მბაპეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამაარსებელზე, მაო ძედუნზე ხუმრობა ძვირად დაუჯდა ლა ლიგასა და „სამეფო კლუბს“.
ესპანეთის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირება ჩინეთში შეაჩერეს და „რეალის“ ატრიბუტიკაც აღარ იყიდება. ზარალმა ასეულობით მილიონი ევრო შეადგინა და ლა ლიგას მადრიდულ კლუბთან ერთად ჩინელებთან ბოდიშის მოხდა მოუწია. მოიბოდიშა მბაპემაც. უფრო სწორად, ბოდიში მოახდევინეს. თავადაც ხვდებით, კილიანი ანგლობის გამო შინაგან სულიერ ტანჯვასა და სინდისის ქენჯნას სულაც არ განიცდის, უბრალოდ საქმე ჩინეთის უზარმაზარი ბაზრისა და დიდი ფულის დაკარგვის შიშშია.
მბაპე საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტოფ დიუგარიმ გააკრიტიკა: „კილიანს ბევრი ვერ იტანს. ჩინეთში, ალბათ, მილიონობით ადამიანს ეზიზღება. ახლა კი ბევრს ბოდიშის მოხდის გამო შეჯავრდა, რადგან ეს ფულის და პირადი კეთილდღეობის გამო გააკეთა. არადა, ადრე პრინციპულ პიროვნებად წარმოაჩენდა თავს, რომელსაც საეჭვო რეპუტაციის ქვეყნებთან და კომპანიებთან თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონდა.
მბაპემ განაცხადა, რომ არასდროს ითანამშრომლებდა ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ზიანს აყენებენ ახალგაზრდებს ან სწრაფი კვების პროდუქტებს ყიდიან. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მან პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა სამ მსხვილ ჩინურ კომპანიასთან. ახლა ყველა აუმხედრდა და საწყალი ბიჭი სამიზნედ იქცა. საშინელი დღე ჰქონდა. ბოდიშის მოხდის შემდეგაც კი აგრძელებენ მის ცემას“, - განუცხადა დიუგარიმ RMC Sport-ს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…