ირაკლი კობახიძე: „საქართველოს უნივერსიტეტის“ საქმე არის ყველაფრის დასტური, რომ სააკაშვილმა ძალიან მარტივად, უხეშად, საკუთარ ოჯახის წევრს გადაუფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რაც კორუფციის კატასტროფული გამოვლინებაა”
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, სააკაშვილმა საკუთარ ოჯახის წევრს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება გადაუფორმა, რაც კორუფციის კატასტროფული გამოვლინებაა.

„ის დედაა და, შეიძლება, ასეთი განცხადებები აკეთოს, მაგრამ რაც ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი ასახულია, მათ შორის, ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელში და საზოგადოებამ ეს ყველაფერი კარგად იცის. მათ შორის, საზოგადოებამ კარგად იცის კორუფციის შესახებ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიული ალასანიას განცხადების საპასუხოდ.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „საქართველოს უნივერსიტეტის“ საქმე არის ყველაფრის დასტური, რომ სააკაშვილმა ძალიან მარტივად, უხეშად, საკუთარ ოჯახის წევრს გადაუფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რაც კორუფციის კატასტროფული გამოვლინებაა. წარმოიდგინეთ, მე ჩემს ოჯახის წევრს რომ გადავუფორმო ერთ ლარად რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რა რეაქცია მოჰყვება ამას. ასეთი აღვირახსნილი კორუფცია ხდებოდა საქართველოში, სისხლიანი 9 წლის განმავლობაში და ამაზე სხვა ფორმით საუბარი თავხედობის ერთგვარი გამოვლინებაა“, – განაცხადა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ის დედაა და, შეიძლება, ასეთი განცხადებები აკეთოს, მაგრამ რაც ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი ასახულია, მათ შორის, ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელში და საზოგადოებამ ეს ყველაფერი კარგად იცის. მათ შორის, საზოგადოებამ კარგად იცის კორუფციის შესახებ“
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „საქართველოს უნივერსიტეტის“ საქმე არის ყველაფრის დასტური, რომ სააკაშვილმა ძალიან მარტივად, უხეშად, საკუთარ ოჯახის წევრს გადაუფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რაც კორუფციის კატასტროფული გამოვლინებაა. წარმოიდგინეთ, მე ჩემს ოჯახის წევრს რომ გადავუფორმო ერთ ლარად რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რა რეაქცია მოჰყვება ამას. ასეთი აღვირახსნილი კორუფცია ხდებოდა საქართველოში, სისხლიანი 9 წლის განმავლობაში და ამაზე სხვა ფორმით საუბარი თავხედობის ერთგვარი გამოვლინებაა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…