პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ჭეიშვილი: სააკაშვილმა საკუთარ დედას გადასცა ლარად უნივერსიტეტი, ამაზე მეტი კორუფციული გარიგება რა უნდა იყოს?!

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ დედას უნივერსიტეტი ერთ ლარად გადასცა, რაც უმძიმესი კორუფციაა. მმართველი გუნდი ამით გიული ალასანიას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საკუთარი შვილის ქმედებებში შეცდომა და დანაშაული არასდროს დაუნახავს.

"ქართულ ოცნებაში" მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას დედის განცხადებას ეხმაურებიან. საუბარია განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ვერცერთ ქმედებაში ვერც დანაშაულს, ვერც უსამართლობას და ვერც კორუფციას ხედავს.

მმართველი გუნდი, მიხეილ სააკაშვილის არაერთ დადასტურებულ დანაშაულს და კორუფციულ ფაქტებს ახსენებს, მათ შორის, საუბრობენ თავად გიული ალასანიასთვის უნივერსიტეტის ერთ ლარად გადაცემის საქმეზე.

"როდესაც გიული ალასანია თავის შვილზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს, რომ ის კორუფციას ვერ იტანდა, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა დედას, ანუ გიული ალასანიას, ლარად გადასცა უნივერსიტეტი, ამაზე მეტი კორუფციული გარიგება რა უნდა იყოს?! საკუთარ დედას გადასცა ლარად უნივერსიტეტი და, ზოგადად, "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ცხრა წლის განმავლობაში რომ ელიტური კორუფცია, ზოგადად, კორუფცია ყვაოდა ქვეყანაში, ეს იყო გამოძახილი ზუსტად 2012 წლის 1 ოქტომბრის შედეგების, როგორც დადგა ჩვენს ქვეყანაში. გავუშვით პოლიტიკურ სანაგვეზე "ნაციონალური მოძრაობა." ყველა აღიარებდა აბსოლუტურად, რომ კორუფცია ყვაოდა ქვეყანაში. მაშინ, რა სასაცილოა ახლა გიული ალასანიას კომენტარი, რასაც თავის შვილზე საუბრობს.

ვერ გამახსენებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ რომელიმე მაღალი მაღალჩინოსანი კორუფციის გამო "ნაციონალურ მოძრაობაში" იქნა დასჯილი და ჩვენს დროს არ არსებობს გარემოებები, თანამდებობა ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირი, აბსოლუტურად, გადაცდომის შემთხვევაში, ყველა მიეცემა პასუხისგებაში," - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, გიული ალასანია სტუმრად იაგო ხვიჩიას პოდკასტში იმყოფებოდა. მას წამყვანმა ჰკითხა, რა მიაჩნია სააკაშვილის მთავარ შეცდომად, რის გამოც არჩევნები წააგო, ან იქ აღმოჩნდა, სადაც ახლა არის. "მე ჩემი შვილის შეცდომა არ დამინახავს", - აცხადებს გიული ალასანია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როდესაც გიული ალასანია თავის შვილზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს, რომ ის კორუფციას ვერ იტანდა, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა დედას, ანუ გიული ალასანიას, ლარად გადასცა უნივერსიტეტი, ამაზე მეტი კორუფციული გარიგება რა უნდა იყოს?! საკუთარ დედას გადასცა ლარად უნივერსიტეტი და, ზოგადად, "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ცხრა წლის განმავლობაში რომ ელიტური კორუფცია, ზოგადად, კორუფცია ყვაოდა ქვეყანაში, ეს იყო გამოძახილი ზუსტად 2012 წლის 1 ოქტომბრის შედეგების, როგორც დადგა ჩვენს ქვეყანაში. გავუშვით პოლიტიკურ სანაგვეზე "ნაციონალური მოძრაობა." ყველა აღიარებდა აბსოლუტურად, რომ კორუფცია ყვაოდა ქვეყანაში. მაშინ, რა სასაცილოა ახლა გიული ალასანიას კომენტარი, რასაც თავის შვილზე საუბრობს. ვერ გამახსენებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ რომელიმე მაღალი მაღალჩინოსანი კორუფციის გამო "ნაციონალურ მოძრაობაში" იქნა დასჯილი და ჩვენს დროს არ არსებობს გარემოებები, თანამდებობა ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირი, აბსოლუტურად, გადაცდომის შემთხვევაში, ყველა მიეცემა პასუხისგებაში,“
ირაკლი ჭეიშვილი
„იქნა დასჯილი და ჩვენს დროს არ არსებობს გარემოებები, თანამდებობა ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირი, აბსოლუტურად, გადაცდომის შემთხვევაში, ყველა მიეცემა პასუხისგებაში,“
ირაკლი ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, მოქმედ მენეჯმენტს უპირისპირდება - განხეთქილების მიზეზი თინა ბოკუჩავას კრიტიკული განცხადება გახდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები