,, ეს სცენარი მოსკოვის მოქმედების გეგმის იდენტურია” – გახარია
გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმა და „მოსახერხებელი ოპოზიციის“ შექმნა მოსკოვის მოქმედების გეგმის იდენტურია.

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს:
,,ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა ღიად განაცხადა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნის შესახებ: პოლიტიკური ველის გასუფთავება და საკუთარი არჩევანით “მოსახერხებელი ოპოზიციის” შექმნა.
ეს სცენარი მოსკოვის მოქმედების გეგმის იდენტურია -სადაც საარჩევნო ბიულეტენში მრავალი “ოპოზიციური” პარტია ჩნდება, თუმცა არჩევნები ილუზიასა და თავის მოტყუებაზე მეტი არაფერია. საქართველოში ახალი პარტიების შექმნის ნიშნებს უკვე ვხედავთ. ეს პირები ან ვერ აცნობიერებენ, რომ უბრალოდ მათთვის გაწერილ როლს თამაშობენ, ან გააზრებულად შედიან გარიგებაში პრორუსულ რეჟიმთან”
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაგიორგი გახარია - საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია, სადაც არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თვითმოტყუება
საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია - გიორგი გახარია
გახარია: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…