გიორგი გახარია - საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია, სადაც არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თვითმოტყუება
გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა და „მოსახერხებელი ოპოზიციის“ შექმნის მცდელობა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია, სადაც არჩევნები ილუზიაა.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ღიად განაცხადა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნის შესახებ: პოლიტიკური ველის გაწმენდა და საკუთარი შეხედულებისამებრ შერჩეული, „მოსახერხებელი ოპოზიციის“ შექმნა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი მტკიცებით, ეს სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია.
„ეს სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია, სადაც საარჩევნო ბიულეტენში მრავალი „ოპოზიციური“ პარტიაა წარმოდგენილი, თუმცა არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თვითმოტყუება“, - აცხადებს გახარია.
მისი თქმით, საქართველოში უკვე ახალი პარტიების შექმნის ნიშნები ჩანს.
„საქართველოში უკვე ვხედავთ ახალი პარტიების შექმნის ნიშნებს. ეს ადამიანები ან ვერ აცნობიერებენ, რომ მათთვის წინასწარ განსაზღვრულ როლს ასრულებენ, ან შეგნებულად შედიან გარიგებაში პრორუსულ რეჟიმთან“, - აცხადებს გახარია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ეს სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია, სადაც საარჩევნო ბიულეტენში მრავალი „ოპოზიციური“ პარტიაა წარმოდგენილი, თუმცა არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თვითმოტყუება“
„საქართველოში უკვე ვხედავთ ახალი პარტიების შექმნის ნიშნებს. ეს ადამიანები ან ვერ აცნობიერებენ, რომ მათთვის წინასწარ განსაზღვრულ როლს ასრულებენ, ან შეგნებულად შედიან გარიგებაში პრორუსულ რეჟიმთან“
„პარტიაა წარმოდგენილი, თუმცა არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თვითმოტყუება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…