ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება წლიურად 5.9%-ით გაძვირდა - საქსტატი

საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება წლიურად 5.9%-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 66.2%-ით გაძვირდა. ახალაშენებული ბინების სეგმენტში ყველაზე მაღალი მედიანური ფასი მთაწმინდაზე დაფიქსირდა, სადაც 1 კვ.მ-ის ღირებულებამ 7 000 ლარს გადააჭარბა.

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება წლიურად 5.9%-ით გაძვირდა - საქსტატი
თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება წლიურად 5.9%-ით გაძვირდა - საქსტატიBM.GE

2026 წლის III კვარტალში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები, 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით ზრდამ 1.5% შეადგინა. საქსტატის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (RPPI) უახლესი მონაცემებით, 2020 წლის საშუალო დონესთან შედარებით კი დედაქალაქში უძრავი ქონება 66.2%-ით არის გაძვირებული, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მაჩვენებელს (+39.6%).

კერძო სახლები ბინებთან შედარებით სწრაფად ძვირდება

ანგარიშის მიხედვით, ფასების მატების ტემპი უფრო მაღალია კერძო სახლების სეგმენტში.

კერძოდ, მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, კერძო სახლები 2.7%-ით გაძვირდა, წლიურად - 7%-ით. 2020 წლის საშუალო დონესთან შედარებით ზრდამ კი 72%-ს გადააჭარბა.

ბინების შემთხვევაში კვარტალურმა ზრდამ 1.2% შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი გაძვირება 5.6%-ია.

რაც შეეხება 2020 წლის საშუალოსთან შედარებას, თბილისში ბინები 6 წელიწადში 63.1%-ით გაძვირდა.

რა ღირს 1მ² ბინა თბილისში, უბნების მიხედვით?

2026 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში მედიანური ფასით მთაწმინდის რაიონი ლიდერობს, სადაც 1 კვ.მ-ის ღირებულებამ 7 000 ლარს გადააჭარბა. მას მოსდევს ვაკე და კრწანისი, ათეული კი ასე გამოიყურება:

მთაწმინდა - 7 004 ლარი

ვაკე - 6 046 ლარი

კრწანისი - 4 635 ლარი

საბურთალო - 4 444 ლარი

დიდუბე - 4 168 ლარი

ჩუღურეთი - 4 121 ლარი

ისანი - 4 032 ლარი

ნაძალადევი - 3 932 ლარი

გლდანი - 3 830 ლარი

სამგორი - 3 657 ლარი

რა ღირს 1მ² კერძო სახლი თბილისში, უბნების მიხედვით?

კერძო სახლების შემთხვევაში ყველაზე ძვირად ღირებული უბანი ვაკეა:

ვაკე - 4 517 ლარი

მთაწმინდა - 4 430 ლარი

ჩუღურეთი - 3 637 ლარი

საბურთალო - 3 543 ლარი

დიდუბე - 3 448 ლარი

ისანი - 3 213 ლარი

გლდანი - 2 993 ლარი

კრწანისი - 2 961 ლარი

სამგორი - 2 839 ლარი

ნაძალადევი - 2 798 ლარი

რაც შეეხება უძრავი ქონების ფასს, მისი ჩაბარების მდგომარეობის მიხედვით, დასრულებული ბინების სეგმენტში 1 კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულება ასე განაწილდა:

მწვანე კარკასი: 4 493 ლარი (გასულ კვარტალში - 4 409 ლარი);

თეთრი კარკასი: 3 752 ლარი (გასულ კვარტალში - 3 703 ლარი);

შავი კარკასი: 3 287 ლარი (გასულ კვარტალში - 3 340 ლარი).

ცნობისთვის, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) მხოლოდ თბილისის ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს მოიცავს და ეფუძნება ვებგვერდებიდან ავტომატურად შეგროვებულ შეთავაზების ფასებს, რომელთა დამუშავებაც ჰედონური მეთოდოლოგიით ხდება.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სექტემბერში, თბილისში ახალი და ძველი ბინები გაძვირდა | გაიზარდა საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებიცწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები