მსოფლიო · 2 ნოემბერი, 09:07
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს თურქეთში შეხვედრა შესთავაზა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს თურქეთში შეხვედრა შესთავაზა და იმედი გამოთქვა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი მის ორგანიზებაში დაეხმარება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს თურქეთში შეხვედრა შესთავაზა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „სიენენ თურქთან“ ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პუტინთან შეხვედრის ორგანიზებაში დაეხმარება.
ამასთან, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კიევი საკუთარ ტერიტორიებზე უარის თქმას არ აპირებს.
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…