პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინის გენშტაბი - რუსებმა ოლეშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი პოზიციების გასამყარებლად გამოიყენეს

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, რუსულმა მხარემ ქალაქ ოლეშკისთან ჰუმანიტარული მიზნით დაწესებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმით ისარგებლა, რათა ქვედანაყოფების როტაცია მოეხდინა, პოზიციები გაეძლიერებინა და ლოგისტიკა გაეზარდა.

უკრაინის გენშტაბი - რუსებმა ოლეშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი პოზიციების გასამყარებლად გამოიყენეს
ინტერპრესნიუსი

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსებმა ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ქალაქის, ოლეშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმით ისარგებლეს, რათა თავიანთი ქვედანაყოფების როტაცია მოეხდინათ, პოზიციები გაეძლიერებინათ, გზებზე დრონების საწინააღმდეგო დაცვა გაეძლიერებინათ და ლოგისტიკა გაეზარდათ.

„ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციისთვის დაწესებული ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა უზრუნველყვეს ცეცხლის შეწყვეტა და მხოლოდ მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში მოქმედებდნენ. თუმცა, მტერმა ჰუმანიტარული პაუზა თავისი პოზიციების გასაძლიერებლად გამოიყენა. ცეცხლის შეწყვეტის დროს დაფიქსირდა რუსული ქვედანაყოფების როტაცია, პოზიციების გაძლიერება, გზებზე დრონების საწინააღმდეგო დაცვის გაფართოება და ლოგისტიკის, მათ შორის საბრძოლო მასალის მიწოდების ზრდა“, - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.

გენერალურმა შტაბმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული ოპერაციის დროს „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის“ დაცვის წყალობით, ჰუმანიტარული ტვირთი დანიშნულების ადგილზე მიიტანეს და უკრაინელები, რომლებმაც ოლეშკის დატოვების სურვილი გამოთქვეს, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 27 ოქტომბერს ამოქმედდა და 1-ელ ნოემბრამდე გაგრძელდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციისთვის დაწესებული ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა უზრუნველყვეს ცეცხლის შეწყვეტა და მხოლოდ მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში მოქმედებდნენ. თუმცა, მტერმა ჰუმანიტარული პაუზა თავისი პოზიციების გასაძლიერებლად გამოიყენა. ცეცხლის შეწყვეტის დროს დაფიქსირდა რუსული ქვედანაყოფების როტაცია, პოზიციების გაძლიერება, გზებზე დრონების საწინააღმდეგო დაცვის გაფართოება და ლოგისტიკის, მათ შორის საბრძოლო მასალის მიწოდების ზრდა“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მელანია ტრამპი - ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა - ვიმედოვნებ, ოლეშკი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის საფუძველს შექმნისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები