ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა

პრემიერლიგის მეათე ტურში „ლივერპულმა“ გასვლაზე „კრისტალ პალასი“ 3:1 დაამარცხა. მერსისაიდული გუნდის კარს ალისონი იცავდა, გიორგი მამარდაშვილი კი სათადარიგო იყო.
შეხვედრაში ანგარიში მე-40 წუთზე მაკ ალისტერმა გახსნა.
მეორე ტაიმში "ლივერპულის" დომინაცია გაგრძელდა. 54-ე წუთზე ფლორიან ვირცმა ბრედლი ბარკოლას პასით სხვაობა ორამდე გაზარდა. 89-ე წუთზე ალექსანდრ ისაკმა ეფექტური გოლი გაიტანა, 90+5 წუთზე კი ედვარდ ნკეტიამ ერთი ბურთი გაქვითა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ლივერპული“ 18 ქულით მე-4 ადგილზეა და 22 ნოემბერს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.
ლონდონი. „სელჰერსტ პარკი“
კრისტალ პალასი - ლივერპული 1:3
გოლები: 0:1 მაკ ალისტერი (40), 0:2 ვირცი (54), 0:3 ისაკი (89), 1:3 ნკეტია (90+5, პენ)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…