კოტე ჟღნეტი: ვენეციის კომისიის უკან დგანან ძალები, რომლებსაც თავისი ინტერესები აქვთ - ქვეყნის შიგნით გატარდეს მათი ინტერესები. მათი ინტერესი კი არის უაღრესად დასუსტებული ოპოზიციის როგორღაც ისევ ფეხზე წამოყენება
პარტიის „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მრჩევლის, კოტე ჟღნეტის მტკიცებით, ვენეციის კომისიის უკან დგანან ძალები, რომელთა ინტერესი საქართველოში დასუსტებული ოპოზიციის ფეხზე წამოყენებაა.

ვენეციის კომისიის უკან დგანან ძალები, რომლებსაც თავისი ინტერესები აქვთ და იმ ინტერესების გატარება უნდათ ქვეყნებში და კერძოდ, საქართველოში. შესაბამისად, ასეთი ჯაჭვია, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყნის შიგნით გატარდეს მათი ინტერესები. მათი ინტერესი კი არის უაღრესად დასუსტებული ოპოზიციის როგორღაც ისევ ფეხზე წამოყენება, - განაცხადა „EURO ანატომიაში“ პარტიის „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მრჩეველმა საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში კოტე ჟღნეტმა.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატები გრძნობენ, რომ ლიბერალ-გლობალიზმს ნელ-ნელა საფუძველი ეცლება და ასევე, კარგად ჩანს, რომ ე.წ. ერი სახელმწიფოების ინტერესები უფრო წინა პლანზე გამოდის.
„ცნობილი იყო, რომ თამაშის წესებს იგივე რეალპოლიტიკიდან გამომდინარე წერენ ზესახელმწიფოები, მაგრამ მათ გარდა ახლა იმდენად უპირატესობა მოიპოვა სახელმწიფოთა პოლიტიკის უპირატესობამ საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკაზე და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომ ამას გრძნობენ. არ შეიძლება, ე.წ. ბრიუსელმა და მათმა ბიუროკრატიამ არ იგრძნოს ეს და ყველა მხრიდან აჩვენებენ - თავის განცხადებებშიც, იმ ორგანიზაციების განცხადებებშიც, რომლის უკანაც ისინი დგანან, რომ ასე არ არის, ჩვენ კიდევ ძლიერები ვართ, ჩვენ კიდევ უნდა დაგვიჯეროთ, რასაც გეტყვით, რომ ჩვენ კიდევ რაღაცას წარმოვადგენთ საერთაშორისო პოლიტიკაში, მით უმეტეს, თუ საუბარია ევროპულ პოლიტიკაზე. ამდენად, აქედან გამომდინარე, არ უნდათ და არც არასდროს ენდომებათ იმის აღიარება, რომ მათი პოზიციები ნელ-ნელა სუსტდება“, - აღნიშნა კოტე ჟღნეტმა.
მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის მიუკერძოებულობისგან ფაქტობრივად, აღარაფერი დარჩა. კოტე ჟღენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კომისიის ბოლოდროინდელი დასკვნა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას წარმოადგენს.
„იქ არიან წრეები და არიან პიროვნებები - ევრობიუროკრატიისა და ბრიუსელის, რომლებიც სპეციალურად აკეთებენ, რომ შიგნით მოხდეს [ხელისუფლების] იზოლაცია და მოხდეს ეს თუნდაც, ოპოზიციის ამ პირდაპირი და დაუფარავი მხარდაჭერით. ეს [ხელისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დისტანცირება] შეგნებულად კეთდება. ვენეციის კომისიის უკან დგანან ძალები, რომლებსაც თავისი ინტერესები აქვთ და იმ ინტერესების გატარება უნდათ ისეთ ქვეყნებში და კერძოდ, საქართველოში. შესაბამისად, ასეთი ჯაჭვია, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყნის შიგნით გატარდეს მათი ინტერესები. მათი ინტერესი კი არის უაღრესად დასუსტებული ოპოზიციის როგორღაც ისევ ფეხზე წამოყენება“, - განაცხადა ჟღენტმა.
მისივე თქმით, ამაზე ხელისუფლების პასუხი მშვიდი და დიპლომატიური უნდა იყოს.
ვენეციის კომისიის 13 ოქტომბრის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „გრანტების შესახებ კანონი“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…