ბიძინა გიორგობიანი ვენეციის კომისიის განცხადებაზე: „არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რას ამბობს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ჩვენზე, არამედ მთელი ყურადღება და ძალისხმევა უნდა გადავიტანოთ საქართველოს ინტერესებზე”
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ბიძინა გიორგობიანი აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს ყურადღება არ უნდა მიექცეს და ვენეციის კომისიას, ეუთო-სა თუ ჰააგის სასამართლოს ერთი ცენტრიდან მართულ გლობალისტურ სტრუქტურებად აფასებს.

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რას ამბობს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ჩვენზე, არამედ მთელი ყურადღება და ძალისხმევა უნდა გადავიტანოთ საქართველოს ინტერესებზე – ქვეყნის ეკონომიკურ, სამხედრო და თავდაცვით სიძლიერესა და საქართველოში სამოქალაქო მშვიდობის დამყარებაზე“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა ვენეციის კომისიის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
„საერთო ჯამში, ევროკავშირში და ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედი გლობალური ორგანიზაციები – იქნება ეს ვენეციის კომისია, ეუთო, თუ ჰააგის სასამართლო – ვისაც ჰგონია, რომ ეს ინსტიტუციები დამოუკიდებელნი არიან და სამართლის ბოლო ინსტანციას წარმოადგენენ, შეუძლიათ მიმართონ და გაარკვიონ, რას ფიქრობს ამ ინსტიტუციებზე დასავლეთის ფლაგმანი სახელმწიფოს – ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება. ამერიკის ხელისუფლება მათ არ აღიქვამს როგორც სამართლებრივ ინსტიტუციებს – მოგეხსენებათ, ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების უმრავლესობა მათ მიერვეა დასანქცირებული, ვენეციის კომისიასთან რაიმე სამართლებრივი კავშირი საერთოდ არ აქვთ, ხოლო ახალ არჩევნებზე, რომელიც ნოემბერში უნდა გამართულიყო, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიები აღარც კი მიიწვიეს. რაზე მოწმობს ეს? თუ ამას დავაკავშირებთ ვენეციის იმ „რეკომენდაციებთან“, რაზეც დღეს იყო საუბარი, ფაქტობრივად, ეს არის ერთი ცენტრიდან მართული გლობალისტური ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ მათი დამკვეთი ცენტრებიდან წამოსულ ინტერესებს. მათი დამკვეთი ცენტრები განთავსებულია ბრიუსელში, ისევე როგორც ვთქვათ ჰააგის სასამართლოს, სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიისა და სხვა გლობალური ორგანიზაციების ცენტრები. ასე ვთქვათ, ეს არის ერთიანი ხაზი — როგორც საბჭოთა კავშირის დროს იტყოდნენ, პარტიის გენერალურ ხაზს მიჰყვებიან ისინიც და იმეორებენ კაია კალასის, მარტა კოსის, ანდრიუს კუბილიუსისა და მათი მსგავსების მოთხოვნებს.
თვითონ ევროკავშირის შიგნით და ევროკავშირის მიერ შექმნილ იმ ორგანიზაციებშიც კი, რომლებიც თითქოს მონიტორინგს უწევენ და რეკომენდაციებს გასცემენ, თუ როგორ უნდა მოხდეს საკანონმდებლო ორგანოებისა და ზოგადად კანონმდებლობის უნივერსალიზაცია, გადავიდნენ იმ ზღვარს, რასაც სახელმწიფო სუვერენიტეტის ცნება ჰქვია. ფაქტობრივად, ისინი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს – და ჩვენ ეს კარგად ვნახეთ უნგრეთისა და სხვა სახელმწიფოების მაგალითზე – ართმევენ სუვერენულ უფლებას კანონმდებლობის მიმართულებით, და ჩვენთან ეს პრეტენზიები აქვთ უკვე მანამდე, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. თუმცა ამას ჩვენი პარტია სერიოზულად არ უყურებს, ამის დიდი მოლოდინი არ გვაქვს და ვფიქრობ, რომ ეს იყო ტყუილი დაპირება, რომელსაც თავისი კონკრეტული მიზნები ჰქონდა.
რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რას ამბობს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ჩვენზე, არამედ მთელი ყურადღება და ძალისხმევა უნდა გადავიტანოთ საქართველოს ინტერესებზე – ქვეყნის ეკონომიკურ, სამხედრო და თავდაცვით სიძლიერესა და საქართველოში სამოქალაქო მშვიდობის დამყარებაზე“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
ციტატები სტატიიდან
„არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რას ამბობს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ჩვენზე, არამედ მთელი ყურადღება და ძალისხმევა უნდა გადავიტანოთ საქართველოს ინტერესებზე – ქვეყნის ეკონომიკურ, სამხედრო და თავდაცვით სიძლიერესა და საქართველოში სამოქალაქო მშვიდობის დამყარებაზე“
„საერთო ჯამში, ევროკავშირში და ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედი გლობალური ორგანიზაციები – იქნება ეს ვენეციის კომისია, ეუთო, თუ ჰააგის სასამართლო – ვისაც ჰგონია, რომ ეს ინსტიტუციები დამოუკიდებელნი არიან და სამართლის ბოლო ინსტანციას წარმოადგენენ, შეუძლიათ მიმართონ და გაარკვიონ, რას ფიქრობს ამ ინსტიტუციებზე დასავლეთის ფლაგმანი სახელმწიფოს – ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება. ამერიკის ხელისუფლება მათ არ აღიქვამს როგორც სამართლებრივ ინსტიტუციებს – მოგეხსენებათ, ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების უმრავლესობა მათ მიერვეა დასანქცირებული, ვენეციის კომისიასთან რაიმე სამართლებრივი კავშირი საერთოდ არ აქვთ, ხოლო ახალ არჩევნებზე, რომელიც ნოემბერში უნდა გამართულიყო, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიები აღარც კი მიიწვიეს. რაზე მოწმობს ეს? თუ ამას დავაკავშირებთ ვენეციის იმ „რეკომენდაციებთან“, რაზეც დღეს იყო საუბარი, ფაქტობრივად, ეს არის ერთი ცენტრიდან მართული გლობალისტური ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ მათი დამკვეთი ცენტრებიდან წამოსულ ინტერესებს. მათი დამკვეთი ცენტრები განთავსებულია ბრიუსელში, ისევე როგორც ვთქვათ ჰააგის სასამართლოს, სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიისა და სხვა გლობალური ორგანიზაციების ცენტრები. ასე ვთქვათ, ეს არის ერთიანი ხაზი — როგორც საბჭოთა კავშირის დროს იტყოდნენ, პარტიის გენერალურ ხაზს მიჰყვებიან ისინიც და იმეორებენ კაია კალასის, მარტა კოსის, ანდრიუს კუბილიუსისა და მათი მსგავსების მოთხოვნებს. თვითონ ევროკავშირის შიგნით და ევროკავშირის მიერ შექმნილ იმ ორგანიზაციებშიც კი, რომლებიც თითქოს მონიტორინგს უწევენ და რეკომენდაციებს გასცემენ, თუ როგორ უნდა მოხდეს საკანონმდებლო ორგანოებისა და ზოგადად კანონმდებლობის უნივერსალიზაცია, გადავიდნენ იმ ზღვარს, რასაც სახელმწიფო სუვერენიტეტის ცნება ჰქვია. ფაქტობრივად, ისინი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს – და ჩვენ ეს კარგად ვნახეთ უნგრეთისა და სხვა სახელმწიფოების მაგალითზე – ართმევენ სუვერენულ უფლებას კანონმდებლობის მიმართულებით, და ჩვენთან ეს პრეტენზიები აქვთ უკვე მანამდე, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. თუმცა ამას ჩვენი პარტია სერიოზულად არ უყურებს, ამის დიდი მოლოდინი არ გვაქვს და ვფიქრობ, რომ ეს იყო ტყუილი დაპირება, რომელსაც თავისი კონკრეტული მიზნები ჰქონდა. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რას ამბობს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ჩვენზე, არამედ მთელი ყურადღება და ძალისხმევა უნდა გადავიტანოთ საქართველოს ინტერესებზე – ქვეყნის ეკონომიკურ, სამხედრო და თავდაცვით სიძლიერესა და საქართველოში სამოქალაქო მშვიდობის დამყარებაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.