დეა მეტრეველი: "მიმდინარეობს ღრმა გაწმენდითი სამუშაოები" - არ გეგგონოთ ქ. ბუდაპეშტის დასუფთავების სამსახური იყოს...
საქართველოში დღეს კულტურა უმძიმეს მდგომარეობაშია და ეს არავისთვის არის სიახელე. მძიმე რეპრესიების და რესურსების შეზღუდვის ფონზე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარამტებული და საამაყო სფერო გადარჩენისთვის იბრძვის. თითქმის ყველა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელს, თავისუფალ ხელოვანებს, უაღრესად მძიმე გარემოებებში უწევთ არა მხოლოდ საკუთარ პროფესიაში მუშაობა, არამედ არსებობაც კი. ზვაიდ რატიანი, ანდრო ჭიჭინაძე და ვეფხია კასრაძე დღემდე საპატიმრობეში არიან.... მათ უკან კი ოჯახებია.

პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
"მიმდინარეობს ღრმა გაწმენდითი სამუშაოები" - არ გეგგონოთ ქ. ბუდაპეშტის დასუფთავების სამსახური იყოს. ორბანის 16 წლიანი მმართველობის შედეგებისგან "გაწმენდა" და გათავისუფლება უნგრელმა ხელოვანებმა სიმბოლურად აი ასე განასახიერეს - დასუფთავების საშუალებებით გარეცხეს ბუდაპეშტის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მთავარი კიბეები.
ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია! და სწორედ მაშინ არის ის ღირებული, საინტერესო და ყველაზე შინაარსიანიც.
დიახ, საქართველოში დღეს კულტურა უმძიმეს მდგომარეობაშია და ეს არავისთვის არის სიახელე. მძიმე რეპრესიების და რესურსების შეზღუდვის ფონზე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარამტებული და საამაყო სფერო გადარჩენისთვის იბრძვის. თითქმის ყველა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელს, თავისუფალ ხელოვანებს, უაღრესად მძიმე გარემოებებში უწევთ არა მხოლოდ საკუთარ პროფესიაში მუშაობა, არამედ არსებობაც კი. ზვაიდ რატიანი, ანდრო ჭიჭინაძე და ვეფხია კასრაძე დღემდე საპატიმრობეში არიან.... მათ უკან კი ოჯახებია.
უაღრესად მტკივნეული გზაა, და ამ ტკივილმა უნდა მოგვცეს ძალა გაერთიანების, ერთმანეთის შეხიდების. არ არსებობს სხვა რეცეპტი, სხვა გამოსავალი. არ გვაქვს გათითოკაცების უფლება არც საკუთარი პროფესიების წინაშე და არც ქვეყნის წინაშე. ეს უსამართლო გარემო აუცილებლად უნდა შევცვალოთ!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…