პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი: ჩვენი შორი მოქმედების სანქციების სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდაცვის ძალებმა როსტოვის ოლქში რაკეტების მწარმოებელ საწარმოს, ასევე „პანცირ-S2“-სა და „S-400 ტრიუმფის“ სისტემებს დაარტყეს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი დოლარია.

ზელენსკი: ჩვენი შორი მოქმედების სანქციების სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა
ფორმულა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, როსტოვის ოლქში, რაკეტების მწარმოებელ საწარმოს დაარტყეს. ზელენსკის თქმით, ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "პანცირ-S2"-ს და "S-400 ტრიუმფის" სამეთაურო-საშტაბო მანქანას დაარტყეს, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონ დოლარს შეადგენს.

"ჩვენი შორი მოქმედების სანქციების სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა. დაზიანდა კამენსკის კომბინატი - რუსეთის თავდაცვის მრეწველობის საწარმო, რომელიც რაკეტების წარმოებაშია ჩართული.

ასევე დაზიანდა საზენიტო-სარაკეტო სისტემა "პანცირ-С2" და С-400 "ტრიუმფის" სისტემის სამეთაურო-საშტაბო მანქანა. დარტყმის შედეგად დაზიანებული საჰაერო თავდაცვის საშუალებების საერთო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონ დოლარს შეადგენს.

მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მებრძოლებსა და თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებს სიზუსტისთვის!", - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ისინი სამართლიანად იცავენ თავს რუსეთის აგრესიისგან და ყველაფერსაკეთებენ იმისთვის, რომ შეამცირონ რუსეთის შესაძლებლობები, რათა შეწყვიტოს აგრესია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე სარაკეტო წარმოებაში ჩართულ „კამენსკის“ კომბინატზე მიიტანეს იერიში
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურივოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი “სანქციების” სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა, დაზიანებული საჰაერო თავდაცვის საშუალებების ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი დოლარია
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სისტემის სამეთაურო-საშტაბო მანქანა. დარტყმის შედეგად დაზიანებული საჰაერო თავდაცვის საშუალებების საერთო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონ დოლარს შეადგენს. მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მებრძოლებსა და თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებს სიზუსტისთვის!“
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი “სანქციების” სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა, დაზიანებული საჰაერო თავდაცვის საშუალებების ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი დოლარიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები