უკრაინამ რუსეთის კიდევ ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე კიდევ ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - პერმსა და ნოვოშახტინსკში - დაბომბა. დარტყმა ასევე განხორციელდა ულიანოვსკში მდებარე „ისკრას“ ქარხანასა და როსტოვის ოლქში არსებულ რადარულ სადგურებზე. როსტოვის ოლქის გუბერნატორის ცნობით, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა დროებით შეაჩერა.

უკრაინამ რუსეთის კიდევ ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ვპასუხობთ სიცოცხლის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკ დარტყმებს. წინა ღამეს, ჩვენი შორი მანძილის სანქციების მეშვეობით, ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიბომბა - პერმსა და ნოვოშახტინსკში. ასევე, დარტყმები იყო თავდაცვის სექტორის “ისკრას” ქარხანაზე ულიანოვსკში, და ოკუპანტებს ახლა როსტოვის ოლქში ორი რადარული სადგურით ნაკლები აქვთ. მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებსა და ყველა ჩართულ ქვედანაყოფს მათი სიზუსტისთვისა და რუსეთის მიერ მკვლელობების განხორციელების შესაძლებლობების სისტემური შეზღუდვისთვის. დიდება უკრაინას!” , - წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, იური სლუსარმა განაცხადა, რომ უკრაინული დარტყმების შემდეგ ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ “დროებით შეაჩერა” მუშაობა.
ციტატები სტატიიდან
„ვპასუხობთ სიცოცხლის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკ დარტყმებს. წინა ღამეს, ჩვენი შორი მანძილის სანქციების მეშვეობით, ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიბომბა - პერმსა და ნოვოშახტინსკში. ასევე, დარტყმები იყო თავდაცვის სექტორის “ისკრას” ქარხანაზე ულიანოვსკში, და ოკუპანტებს ახლა როსტოვის ოლქში ორი რადარული სადგურით ნაკლები აქვთ. მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებსა და ყველა ჩართულ ქვედანაყოფს მათი სიზუსტისთვისა და რუსეთის მიერ მკვლელობების განხორციელების შესაძლებლობების სისტემური შეზღუდვისთვის. დიდება უკრაინას!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.