პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით ეროვნული ლიგის კლუბები „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიას შეუერთდნენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილისა და ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ეროვნული ლიგის კლუბები „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიას შეუერთდნენ. ნიბლოშვილმა მოქალაქეებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სკრინინგით სარგებლობისკენ მოუწოდა.

თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით ეროვნული ლიგის კლუბები „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიას შეუერთდნენ
იმედინიუსი

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი ინიციატივით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბები „ვარდისფერი ოქტომბრის“ მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში თინათინ ნიბლოშვილი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გამართულ 31-ე ტურის ცენტრალურ მატჩს „დინამო თბილისსა“ და „იბერია 1999“-ს შორის დაესწრო.

ტურის ხუთივე შეხვედრაზე გუნდების კაპიტნები და მსაჯები მოედანზე სპეციალური ვარდისფერი სიმბოლიკით გამოვლენ.

„დინამო არენაზე“ მყოფმა თინათინ ნიბლოშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ეროვნული ლიგის თითოეულ კლუბსა და ფეხბურთელს კამპანია „ვარდისფერი ოქტომბრის“ მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საქმეში სპორტსმენების მხარდაჭერას ძალიან დიდი ძალა აქვს.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ეროვნული ლიგის თითოეულ კლუბსა და ფეხბურთელებს ამ მნიშვნელოვან კამპანიაში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის. სპორტსმენების თანადგომას უდიდესი ძალა აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ძუძუს კიბო ქალებში ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა, თანამედროვე მედიცინის მიღწევებისა და ადრეული დიაგნოსტიკის პირობებში შემთხვევათა დიდ უმრავლესობა განკურნებადია.

მოვუწოდოთ ყველას, თქვენთვის ძვირფას ადამიანებს - ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სკრინინგის პროგრამებით“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა - კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“ უკვე წლებია სწორედ ოქტომბერში ტარდება.

„ვარდისფერი ოქტომბერი“ მსოფლიო მასშტაბით 1997 წლიდან აღინიშნება. კამპანიას საერთაშორისო ხასიათი აქვს და მასში ყოველწლიურად მსოფლიოს არაერთი ქვეყანაა ჩართული.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობო"ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიას ეროვნული ლიგის კლუბები შეუერთდნენ​
  2. რუსთავი 2სამთავრობოთინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით ეროვნული ლიგის კლუბები "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიას შეუერთდნენ
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თინათინ ნიბლოშვილი: ადგილობრივი თვითმმართველობა არის ინსტიტუცია, რომელიც ყველაზე ახლოს დგას მოსახლეობასთან, ამიტომ ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა საერთაშორისო კამპანიები რეალურ საქმედ ვაქციოთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები