ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თინათინ ნიბლოშვილმა, "ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, თოდუას კლინიკის ონკოლოგიური პაციენტები მოინახულა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილმა და დეპუტატმა ბექა მიქაუტაძემ „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში თოდუას კლინიკაში ონკოლოგიური პაციენტები მოინახულეს და სკრინინგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

თინათინ ნიბლოშვილმა, "ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, თოდუას კლინიკის ონკოლოგიური პაციენტები მოინახულა
თინათინ ნიბლოშვილმა, "ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, თოდუას კლინიკის ონკოლოგიური პაციენტები მოინახულარუსთავი 2

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძესთან ერთად კამპანია „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში თოდუას კლინიკაში მყოფი ონკოლოგიური პაციენტები მოინახულა.

საკრებულოს დეპუტატებს კლინიკაში სამედიცინო დაწესებულების გენერალურმა დირექტორმა გია წივწივაძემ და ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ მელქაძემ უმასპინძლეს. შეხვედრაზე ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობისა და პაციენტთა მხარდაჭერის გზებზე ისაუბრეს.

თინათინ ნიბლოშვილის თქმით, სიმსივნის დიაგნოზთან ბრძოლაში ყველაზე ძლიერი იარაღი დროული დიაგნოსტიკა და პრევენციაა, რადგან ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი დაავადება სრულად განკურნებადია.

„ჩვენთვის თითოეული ქალბატონის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმთავრესი პრიორიტეტია. თოდუას კლინიკაში მოვინახულეთ პაციენტები, რომლებსაც კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა ამ რთულ, მაგრამ დასაძლევ გზაზე.

მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს სკრინინგ-პროგრამებს. მინდა ვუთხრა ყველა ქალბატონს, ნუ გადადებენ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და პროფილაქტიკური გამოკვლევები რეგულარულად ჩაიტარონ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

საკრებულოს დეპუტატებმა პაციენტებს ჰიპერმარკეტების ქსელ „გუდვილის“ და პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ისი პარის“ საჩუქრები გადასცეს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენთვის თითოეული ქალბატონის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმთავრესი პრიორიტეტია. თოდუას კლინიკაში მოვინახულეთ პაციენტები, რომლებსაც კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა ამ რთულ, მაგრამ დასაძლევ გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს სკრინინგ-პროგრამებს. მინდა ვუთხრა ყველა ქალბატონს, ნუ გადადებენ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და პროფილაქტიკური გამოკვლევები რეგულარულად ჩაიტარონ“
თინათინ ნიბლოშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თინათინ ნიბლოშვილი: ადგილობრივი თვითმმართველობა არის ინსტიტუცია, რომელიც ყველაზე ახლოს დგას მოსახლეობასთან, ამიტომ ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა საერთაშორისო კამპანიები რეალურ საქმედ ვაქციოთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები