პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიას ეროვნული ლიგის კლუბები შეუერთდნენ​

ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია „ვარდისფერ ოქტომბერს“ ეროვნული ლიგის კლუბები შეუერთდნენ, რის ფარგლებშიც მატჩებზე კაპიტნები და მსაჯები ვარდისფერი სიმბოლიკით გამოვლენ.

"ვარდისფერი ოქტომბრი" კამპანია გრძელდება. ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის და ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ეროვნული ლიგის კლუბები შეუერთდნენ.

"დინამო არენაზე" გამართულ მატჩებზე გუნდების კაპიტნები და მსაჯები მოედანზე ვარდისფერი სიმბოლიკით გამოვლენ.

"ფეხბურთის ფედერაცია შეუერთდა "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიას. ხუთი თამაში ვარდისფერი სიმბოლიკით გაფორმდება. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის მსგავსი მხარდაჭერა ფეხბურთის ფედერაციის და ფეხბურთელების მხრიდან," - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თინათინ ნიბლოშვილმა 2025–2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები