ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა

თბილისის საკრებულო ოქტომბრის ღონისძიებებს შეუერთდა, რომლის ფარგლებშიც თბილისის სატელევიზიო ანძა ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია "ვარდისფერი ოქტომბრის" მხარდასაჭერად ვარდისფრად განათდა.

თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა
თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდარუსთავი 2

თბილისის საკრებულო მსოფლიოს მასშტაბით ოქტომბერში დაგეგმილ ღონისძიებებს უერთდება, რომლის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა.

"კამპანია "ვარდისფერი ოქტომბერი" უკვე წლებია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ოქტომბერში ტარდება. საინფორმაციო კამპანიების ჩატარების მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ქალმა იცოდეს სკრინინგის პროგრამის შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, "ვარდისფერი ოქტომბერი" კიდევ ერთხელ გვახსენებს რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების პრევენცია და დროული აღმოჩენა.

"ვარდისფერი ოქტომბერი" მთელ მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება და ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.კამპანიას საერთაშორისო ხასიათი აქვს და მასში ყოველწლიურად მსოფლიოს არაერთი ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვარდისფერი ოქტომბერი“
თინათინ ნიბლოშვილი
„კიდევ ერთხელ გვახსენებს რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების პრევენცია და დროული აღმოჩენა.“
თინათინ ნიბლოშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.