პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ისთ ფოინთში“ ახალგაზრდებს შორის მომხდარ ჩხუბზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროტვ პირველი

სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ ახალგაზრდებს შორის მომხდარ ჩხუბზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

„ისთ ფოინთში“ ახალგაზრდებს შორის მომხდარ ჩხუბზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
რადიო თავისუფლება

31 ოქტომბერს, გვიან საღამოს, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ მომხდარ ჩხუბზე, რომელშიც, გავრცელებული ცნობებით, დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს უწყებაში, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

ტვ პირველმა გაავრცელა ჩხუბის თვითმხილველის მონათხრობი და ვიდეო კადრები, რომლის თანახმად, ის სავაჭრო ცენტრ „ისტ პოინტში“ შეესწრო ახალგაზრდების ჩხუბს, რომელშიც, მისი ვარაუდით, არასრულწლოვნებიც მონაწილეობდნენ:

„დაიწყეს გამეტებით ერთმანეთის ცემა, გინება, დევნა... დავინახე, რომ გაშველების დროს დანაც ჰქონდათ“, - აცხადებს ტვ პირველთან საუბარში ანი გაჩეჩილაძე.

მისი თქმით, გვიან ღამით, ის და მისი მეუღლე, როგორც მოწმეები, პოლიციაში გამოკითხვაზეც გადაიყვანეს.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, დაკავებულია თუ არა ვინმე მომხდარის გამო, შსს-ში გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციური„ისთ ფოინთში“ მოზარდებს შორის სავარაუდოდ, შეიარაღებული ჩხუბი მოხდა - პოლიცია მონაწილეების იდენტიფიცირებას ცდილობს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიარსებული ინფორმაციით, თბილისში მოზარდებს შორის დაპირისპირება იყო - შსს-მ გამოძიება დაიწყო
  3. ალიაოპოზიციურიჩხუბში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა… – შსს-მ გამოძიება დაიწყო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დაიწყეს გამეტებით ერთმანეთის ცემა, გინება, დევნა... დავინახე, რომ გაშველების დროს დანაც ჰქონდათ“
ანი გაჩეჩილაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
არსებული ინფორმაციით, თბილისში მოზარდებს შორის დაპირისპირება იყო - შსს-მ გამოძიება დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები