არსებული ინფორმაციით, თბილისში მოზარდებს შორის დაპირისპირება იყო - შსს-მ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთთან“ მოზარდებს შორის სავარაუდო შეიარაღებული დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბში 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა.

შსს-მ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო.
საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ღამით სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ სავარაუდოდ მოზარდებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ჩხუბში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…