ძაღლების საიდუმლო სამარხები თბილისში – მედია
„შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, თბილისში, ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან ღამით დახოცილი მიუსაფარი ძაღლები გამოჰყავთ და ველის სასაფლაოზე სპეციალურ ორმოებში ყრიან. უფლებადამცველები ეჭვობენ, რომ მოკლულთა შორის სრულიად ჯანმრთელი და ვაქცინირებული ცხოველებიც არიან.

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ღამით ქუჩებიდან აყვანილ მიუსაფარ ძაღლებს სპეციალურ ორმოებში ყრიან. კადრების მიხედვით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან მიკროავტობუსი ღამის 00:00 საათის შემდეგ გამოდის და ველის სასაფლაოსკენ მიემართება. ვიდეოს ავტორების თქმით, ტრანსპორტი დახოცილი ძაღლებით იყო სავსე.
რამდენიმე კვირიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ღამის მესაფლავეები სამუშაო დღეებში, მაგრამ არასამუშაო დროს შუაღამეს იწყებენ ძაღლების დამარხვას. თეთრი მიკროავტობუსი, რომელსაც თავშესაფრის სიმბოლიკა მოხსნილი აქვს, ღამეში ზოგჯერ – ორ რეისს აკეთებს.
.სოციალური ქსელები აჭრელებულია მომხმარებლეთა განცხადებებით, სადაც ისინი ყვებიან, რომ ძაღლები, რომელთა მოვლაც საკრებულოს დადგენილების რეგულირდება ანუ სახელმწიფოსთან წერილობითაა შეთანხმებული მათზე ზრუნვა, ქუჩებიდან ქრებიან. უფლებადამცველები ეჭვობენ, რომ მოკლულები არიან ისეთი ძაღლები, რომლებიც ვაქცინირებულები და სრულიად ჯანმრთელები არიან.
საქმეში ჩახედული ადამიანების ინფორმაციით, ველის სასაფლაოზე გადაყვანამდე, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე თავშესაფარში შეყვანილ ძაღლებს აძინებენ.
ძაღლების ევთანაზია საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად რეგულირდება და ის დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. “შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული ფოტოები კი ცხოველთა დამცველებს უჩენთ ეჭვს, რომ დაძინების პროცესი უმტკივნეულო არ ყოფილა.ანუ ევთანაზია ცხოველისთვის ფიზიკური ტკივილის და ტანჯვის მიყენებით განხორციელდა.
წყარო – ტვ პირველი
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…