საკონსტიტუციო ტრიბუნალსა და მის მოსამართლეებზე თავდასხმა კანონის უზენაესობის დანგრევის პროცესის კიდევ ერთი თავია - დონალდ ტუსკი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე თავდასხმაში პარტია „კანონსა და სამართლიანობასა“ და პრეზიდენტებს ადანაშაულებს, ხოლო პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი მმართველ პარტიას კონსტიტუციური წესრიგის რღვევაში სდებს ბრალს.
"საკონსტიტუციო ტრიბუნალსა და მის მოსამართლეებზე თავდასხმა კანონის უზენაესობის დანგრევის პროცესის კიდევ ერთი თავია" - აცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკმა და ამბობს, რომ კომპრომისზე წასვლა დაუშვებელია.
"საკონსტიტუციო ტრიბუნალსა და მის მოსამართლეებზე თავდასხმა კანონის უზენაესობის დანგრევის პროცესის კიდევ ერთი თავია, იმ პროცესის, რომელსაც პარტია "კანონი და სამართლიანობა", ასევე პრეზიდენტები – დუდა და ნავროცკი ახორციელებენ. საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, მე ვცადე ტრიბუნალის აღდგენა. მინდა, ძალიან ნათლად ვთქვა: ტრიბუნალის კანონიერად არჩეულ წევრებს თავს დაესხნენ და ადგილზე მყოფმა პოლიციამ ტრიბუნალი თავდამსხმელებისგან დაიცვა", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
ვარშავაში განვითარებული მოვლენების ფონზე, პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი მმართველ პარტიას კონსტიტუციური წესრიგის რღვევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ის რთული გადაწყვეტილებების მისაღებად მზად არის.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…