პოლიციამ 43 შეკვრა „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღო – დაკავებულია ორი პირი
თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, ნივთმტკიცებად კი 43 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღეს — ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბრალდება 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე თბილისში, სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 43 შეკვრა „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიათბილისში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
შსს - პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…