პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ტუსკმა რუსეთი დაადანაშაულა მისი ოპონენტების მხარდაჭერაში

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის კრიზისში ოპონენტები და რუსეთი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათ რუსული ბოტები უჭერენ მხარს. პარალელურად, ყოფილმა პრემიერმა მატეუშ მორავიეცკმა ტუსკის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება მოითხოვა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ტუსკმა რუსეთი დაადანაშაულა მისი ოპონენტების მხარდაჭერაში
რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა 31 ოქტომბერს პოლონელ ერს მიმართა. ამის მიზეზი ქვეყნის უმაღლესი სასამართლოს, საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო არსებული დავების გამწვავებით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისი გახდა.

ტუსკმა ვარშავაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს „პოლონეთში კანონის უზენაესობის რღვევის მორიგი ეტაპი“ უწოდა და მის გაღვივებაში პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ (PiS), ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი და მისი წინამორბედი საპრეზიდენტო პოსტზე, ანჯეი დუდა დაადანაშაულა.

ტუსკის თქმით, სიტუაციას უცხო ძალების, კერძოდ, რუსეთის პირადი ინტერესები ამწვავებს: „დღეს, ამ კონფლიქტში, მათ მხარს უჭერს რუსული ონლაინ ბოტების არმია. უფრო მეტიც, მათ საჯარო კომპლიმენტებიც კი მიიღეს კრემლის მთავარი იდეოლოგისგან“, - თქვა ტუსკმა თავის ოპონენტებზე.

ტუსკმა პრეზიდენტი ნავროცკი დაადანაშაულა იმაში, რომ მან ჯერ არ მიიღო საკონსტიტუციო ტრიბუნალის ახალი მოსამართლეების ფიცი, ხოლო როდესაც ისინი, მის რეაქციას ლოდინით დაღლილები, შეუდგნენ მუშაობას, „მათ თავს დაესხნენ“.

ტუსკმა აღნიშნა, რომ თავის პარტია „სამოქალაქო კოალიციის“ დეპუტატებთან ერთად, რომლებიც პარლამენტში უმრავლესობას შეადგენენ, არაერთხელ სცადა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, თუმცა ყველა მცდელობა „სამართალი და სამართლიანობის“ (PiS) დეპუტატებმა და პრეზიდენტმა ნავროცკიმ დაბლოკეს.

მან ასევე თქვა, რომ ძნელი გასაგები იყო, თუ რას ცდილობდნენ „PiS-ის პოლიტიკოსებისა და აქტივისტების მძვინვარე ჯგუფები“ - როგორც მან აღწერა საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარეთ შეკრებილი ასობით მომიტინგე.

31 ოქტომბერს, პოლონეთის პარლამენტის დეპუტატმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკმა, რომელიც ადრე „სამართალი და სამართლიანობას“ (PiS) წარმოადგენდა, თუმცა მიმდინარე წელს ეს პარტია დატოვა, ტუსკის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების წინადადება წამოაყენა.

პარასკევს საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროვსკამ უფლებამოსილება შეუჩერა ტრიბუნალის თავმჯდომარეს, ბოგდან სვენჩკოვსკის და მის მოადგილეს, ბარტოლომეი სოხანსკის, ხოლო თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლობა საკუთარ თავზე აიღო. მან პოლიცია გამოიძახა, რის გამოც საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა ალყაში მოექცა. შენობასთან ასობით მომიტინგე შეიკრიბა.

პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო არსებული მრავალწლიანი დავა ოქტომბრის შუა რიცხვებში გამწვავდა. ის დაკავშირებულია დაძაბულობასთან პარტია „სამართალი და სამართლიანობასა“ (რომელიც პოლონეთის პარლამენტის წინა მოწვევაში ლიდერობდა) და მოქმედი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მთავრობას შორის.

ტუსკის მთავრობა არაკონტიტუციურად მიიჩნევს ტრიბუნალის შემადგენლობაში „სამართალი და სამართლიანობის“ ხელმძღვანელობის დროს მოსული მოსამართლეების ყოფნას და არ აღიარებს ტრიბუნალის გადაწყვეტილებებს. თავის მხრივ, ისინი არ აღიარებენ უკვე ტუსკის მმართველობის პერიოდში დანიშნულ მოსამართლეებს. მიმდინარე წლის დასაწყისში პრეზიდენტმა ნავროცკიმ უარი თქვა პარლამენტის მიერ წარდგენილი ექვსი მოსამართლიდან სამის ფიცის მიღებაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პოლონეთში კანონის უზენაესობის რღვევის მორიგი ეტაპი“
„დღეს, ამ კონფლიქტში, მათ მხარს უჭერს რუსული ონლაინ ბოტების არმია. უფრო მეტიც, მათ საჯარო კომპლიმენტებიც კი მიიღეს კრემლის მთავარი იდეოლოგისგან“
„PiS-ის პოლიტიკოსებისა და აქტივისტების მძვინვარე ჯგუფები“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პოლიტიკური დაძაბულობა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში გავლენების გადანაწილებას უკავშირებენ - კრიზისი პოლონეთშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები