დონალდ ტუსკი: საკონსტიტუციო ტრიბუნალზე თავდასხმა ქვეყანაში კანონის უზენაესობის მოშლის კიდევ ერთი ეტაპია. პროცესის უკან დგანან პარტია "კანონი და სამართლიანობა", ასევე ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები ანჯეი დუდა და კაროლ ნავროცკი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ტრიბუნალზე თავდასხმა კანონის უზენაესობის მოშლის ეტაპია, რის უკანაც პარტია „კანონი და სამართლიანობა“, ასევე ანჯეი დუდა და კაროლ ნავროცკი დგანან.
პოლონეთში პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის დაპირისპირება მწვავდება. მხარეები ერთმანეთს საკონსტიტუციო ტრიბუნალზე ზეწოლასა და მასზე კონტროლის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებენ.
კრიზისის მიზეზი ტრიბუნალის მოსამართლეების დანიშვნისა და უფლებამოსილების საკითხია. დონალდ ტუსკის კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პარლამენტმა ტრიბუნალში ახალი მოსამართლეები აირჩია, თუმცა პრეზიდენტმა მათგან ფიცის მიღებაზე უარი თქვა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აღნიშნავს, რომ პარტია "კანონი და სამართლიანობის" მიერ ჩამოყალიბებული ტრიბუნალი ნამდვილ სასამართლოს არ წარმოადგენდა.
"პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალზე და მის მოსამართლეებზე თავდასხმა ქვეყანაში კანონის უზენაესობის მოშლის პროცესის კიდევ ერთი ეტაპია. ამ პროცესის უკან დგანან პარტია "კანონი და სამართლიანობა", ასევე ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები ანჯეი დუდა და კაროლ ნავროცკი. საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად საკონსტიტუციო ტრიბუნალის რეფორმირება ვცადე, აშკარა იყო, რომ პარტია "კანონი და სამართლიანობის" მიერ ჩამოყალიბებული ტრიბუნალი ნამდვილ სასამართლოს არ წარმოადგენდა, ასეთ შეფასებას იზიარებდნენ საერთაშორისო ინსტიტუტები", - აცხადებს დონალდ ტუსკი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალზე და მის მოსამართლეებზე თავდასხმა ქვეყანაში კანონის უზენაესობის მოშლის პროცესის კიდევ ერთი ეტაპია. ამ პროცესის უკან დგანან პარტია "კანონი და სამართლიანობა", ასევე ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები ანჯეი დუდა და კაროლ ნავროცკი. საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად საკონსტიტუციო ტრიბუნალის რეფორმირება ვცადე, აშკარა იყო, რომ პარტია "კანონი და სამართლიანობის" მიერ ჩამოყალიბებული ტრიბუნალი ნამდვილ სასამართლოს არ წარმოადგენდა, ასეთ შეფასებას იზიარებდნენ საერთაშორისო ინსტიტუტები“
„მიერ ჩამოყალიბებული ტრიბუნალი ნამდვილ სასამართლოს არ წარმოადგენდა, ასეთ შეფასებას იზიარებდნენ საერთაშორისო ინსტიტუტები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…