პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის

ტელეიმედიქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციისთვის და ასეთი ფაქტები რეაგირების გარეშე არ დარჩება.

ირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის
რუსთავი 2

ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის, - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, ასეთი ფაქტები ვერ დარჩება და არ დარჩება რეაგირების გარეშე.

„ბევრი ამ კითხვას სვამს „ქართული ოცნების“ მიმართ იმ კუთხით, თითქოს ეს არის „ქართული ოცნების“ სისუსტე. პირიქით, როდესაც ისინი არიან მსჯავრდებულები და პასუხისგებაში მიცემული, ეს არის იმ გუნდის სიძლიერე და გუნდის უმაღლესი პასუხისმგებლობა თავისი საზოგადოების და ქვეყნის წინაშე, რომ ასეთი ფაქტები ვერ დარჩება და არ დარჩება რეაგირების გარეშე. ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის. ეს არის იმ პოლიტიკური ძალის და გუნდის სიძლიერე მხოლოდ და მხოლოდ, რომელ გუნდსაც წარმოვადგენთ ჩვენ. რა იქნებოდა სიძლიერე, რომ ჩვენ ეს ფაქტი გაგვეგო და ხელი დაგვეფარებინა?!“, - განაცხადა კირცხალიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კირცხალია: „აგენტურა ოპოზიციას დაირქმევს, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ რომელიმე მედიასაშუალებას, ამას არანაირი აზრი არ აქვს – აგენტურა არის აგენტურა“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები