ირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია კორუფციის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის და ასეთი ფაქტები რეაგირების გარეშე არ დარჩება.

ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
კირცხალიას თქმით, ასეთი ფაქტები ვერ დარჩება და არ დარჩება რეაგირების გარეშე.
„ბევრი ამ კითხვას სვამს „ქართული ოცნების“ მიმართ იმ კუთხით, თითქოს ეს არის „ქართული ოცნების“ სისუსტე. პირიქით, როდესაც ისინი არიან მსჯავრდებულები და პასუხისგებაში მიცემული, ეს არის იმ გუნდის სიძლიერე და გუნდის უმაღლესი პასუხისმგებლობა თავისი საზოგადოების და ქვეყნის წინაშე, რომ ასეთი ფაქტები ვერ დარჩება და არ დარჩება რეაგირების გარეშე. ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის. ეს არის იმ პოლიტიკური ძალის და გუნდის სიძლიერე მხოლოდ და მხოლოდ, რომელ გუნდსაც წარმოვადგენთ ჩვენ. რა იქნებოდა სიძლიერე, რომ ჩვენ ეს ფაქტი გაგვეგო და ხელი დაგვეფარებინა?!“, - აღნიშნა კირცხალიამ.
ციტატები სტატიიდან
„ბევრი ამ კითხვას სვამს „ქართული ოცნების“ მიმართ იმ კუთხით, თითქოს ეს არის „ქართული ოცნების“ სისუსტე. პირიქით, როდესაც ისინი არიან მსჯავრდებულები და პასუხისგებაში მიცემული, ეს არის იმ გუნდის სიძლიერე და გუნდის უმაღლესი პასუხისმგებლობა თავისი საზოგადოების და ქვეყნის წინაშე, რომ ასეთი ფაქტები ვერ დარჩება და არ დარჩება რეაგირების გარეშე. ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის. ეს არის იმ პოლიტიკური ძალის და გუნდის სიძლიერე მხოლოდ და მხოლოდ, რომელ გუნდსაც წარმოვადგენთ ჩვენ. რა იქნებოდა სიძლიერე, რომ ჩვენ ეს ფაქტი გაგვეგო და ხელი დაგვეფარებინა?!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…