პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია ამერიკულ ბაზარზე - ქვეყანას 9 ამერიკელი ტუროპერატორი სტუმრობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ამერიკულ ბაზარზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, ქვეყანას 9 ამერიკელი ტუროპერატორი ეწვია, რომლებსაც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა.

ამერიკელმა სტუმრებმა საწნახელში ყურძენი თავად დაწურეს და ქართული მეღვინეობის უწყვეტ ტრადიციებს ღვინის სამშობლოში ადგილზე გაეცნენ. გაცნობითი ტურის მიზანი ამერიკულ ბაზარზე საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციაა.

სიღნაღი, წინანდალი, ვარდისუბანი, ალვანი, ყვარელი და ნაფარეული - ამერიკელმა ტუროპერატორებმა მონაწილეობა მიიღეს რთველში. დაათვალიერეს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და ქვევრის დამზადების მასტერკლასს დაესწრნენ.

კახეთის შემდეგ, სტუმრებისთვის საინფორმაციო ტური და კულინარიული მასტერკლასი მცხეთასა და მუხრანშიც გაიმართა. 9 ამერიკელ ტუროპერატორს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა.

გაცნობითი ტურის მიზანი აშშ-ის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს, როგორც ოთხსეზონიანი მიმართულების პოზიციონირება და ცნობადობის ამაღლება, ტურისტული ნაკადების მოზიდვა, ქართული კულტურის, ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია იყო.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მაია ომიაძე: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის აშშ ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია. ვიზიტი ემსახურება საქართველოს ცნობადობის ამაღლებას, ასევე ხელს უწყობს ბიზნესდაკავშირებადობას, რომ ამერიკელი მოგზაურებისთვის საქართველო ხელმისაწვდომი გახდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები