პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი – ორმაგი სტანდარტი, რომელიც მიკიტა პოტურაევისგან მოდის, საქართველოს სასამართლო სისტემაზე თავდასხმას მოასწავებს, არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს

დავით მათიკაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიკიტა პოტურაევი მიხეილ სააკაშვილის მეგობრობასა და ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისი განცხადება საქართველოს სასამართლო სისტემასა და სუვერენიტეტზე თავდასხმას მოასწავებს.

დავით მათიკაშვილი – ორმაგი სტანდარტი, რომელიც მიკიტა პოტურაევისგან მოდის, საქართველოს სასამართლო სისტემაზე თავდასხმას მოასწავებს, არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს
დავით მათიკაშვილი – ორმაგი სტანდარტი, რომელიც მიკიტა პოტურაევისგან მოდის, საქართველოს სასამართლო სისტემაზე თავდასხმას მოასწავებს, არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოსპირველი არხი

მიკიტა პოტურაევი არის მიხეილ სააკაშვილის გამორჩეული მეგობარი, სააკაშვილის მეგობარი რომ საქართველოს მეგობარი ვერ იქნება, ეს აშკარაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავესლობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილმა კომენტარი გააკეთა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლითაც მიკიტა პოტურაევმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უფლებები თავისუფლად გამოიყენონ.

მისივე თქმით, არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს.

„მიკიტა პოტურაევი ცნობილია იმ დოკუმენტზე ხელმოწერით, რომლის საფუძველზეც უკრაინაში ათეულობით პარტია აიკრძალა, ის არის გამორჩეული მეგობარი მიხეილ სააკაშვილის. ახლა მიხეილ სააკაშვილის მეგობარი რომ საქართველოს მეგობარი ვერ იქნება, ეს აშკარაა და ამას მტკიცება არ სჭირდება. ორმაგი სტანდარტი, რომელიც მიკიტა პოტურაევისგან მოდის, ქვეყნის სუვერენიტეტზე, მის სასამართლო სისტემაზე თავდასხმას მოასწავებს, რაც ბუნებრივია დასაგმობია. არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიკიტა პოტურაევი ცნობილია იმ დოკუმენტზე ხელმოწერით, რომლის საფუძველზეც უკრაინაში ათეულობით პარტია აიკრძალა, ის არის გამორჩეული მეგობარი მიხეილ სააკაშვილის. ახლა მიხეილ სააკაშვილის მეგობარი რომ საქართველოს მეგობარი ვერ იქნება, ეს აშკარაა და ამას მტკიცება არ სჭირდება. ორმაგი სტანდარტი, რომელიც მიკიტა პოტურაევისგან მოდის, ქვეყნის სუვერენიტეტზე, მის სასამართლო სისტემაზე თავდასხმას მოასწავებს, რაც ბუნებრივია დასაგმობია. არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
არჩილ გორდულაძე – მიკიტა პოტურაევი არ შეშფოთებულა, როცა უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვას უჭერდა მხარს, მაგრამ აღშფოთებულია ნაცაგენტურის პარტიების გაუქმებით, რაც უკრაინაში დემოკრატიულია, აქ ვერ იქნება ანტიდემოკრატიულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები