პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ნამდვილად არ ვაპირებ რუსეთთან ტონის შერბილებას“ – ესტონეთის პრემიერი

ნატო

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხეზე საუბრისას ტონის შერბილებას ან დუმილს არ აპირებს, რადგან დიქტატორების გულისთვის გაჩუმება გამოსავალი არ არის.

„ნამდვილად არ ვაპირებ რუსეთთან ტონის შერბილებას“ – ესტონეთის პრემიერი
„ნამდვილად არ ვაპირებ რუსეთთან ტონის შერბილებას“ – ესტონეთის პრემიერიბათუმელები

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა განაცხადა, არ აპირებს რუსეთის მხრიდან საფრთხეზე საუბრისას თავი შეიკავოს.

ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ესტონეთის პრემიერის განცხადებას წინ უძღოდა სააგენტო „როიტერსის“ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს სთხოვა, შეარბილონ ტონი რუსეთის შესახებ განცხადებებში და შეამცირონ საფრთხეზე აქცენტი.

„სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან აგრესიას დაიწყებდა, ჩვენ ვაფრთხილებდით რუსი დიქტატორის, პუტინის, გეგმებისა და განზრახვების შესახებ. ჩვენ ამას ვაგრძელებთ და მეც გავაგრძელებ. თავს არ ვიკავებ, რადგან დიქტატორების სიამოვნება ან მათი გულისთვის დუმილი ნამდვილად არ არის გამოსავალი. პირიქით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა და უკრაინის მხარდაჭერა – ეს არის ერთადერთი გზა, რათა პუტინმა შეცვალოს თავისი მიზნები“, – განაცხადა კრისტენ მიხალმა.

ესტონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მას არ მიუღია მოთხოვნა ტონის შერბილების შესახებ. მან თქვა, რომ ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტს ნატოს სამიტზე შეხვდა ანკარაში და ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა ევროპული ქვეყნების მიერ რუსული საფრთხისგან საკუთარი თავდაცვის სერიოზულად აღქმის აუცილებლობას და თავდაცვაზე მეტი რესურსის გამოყოფას. „ესტონეთი ამას ნამდვილად აკეთებს“, – თქვა მიხალმა.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით განაცხადა, რომ აუცილებელია გაგრძელდეს ზეწოლა რუსეთზე.

„ახლა, ამ ზამთრის პირას, პუტინის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიისა და გათბობის ინფრასტრუქტურა იბომბება და ნადგურდება. ისინი ქალებსა და ბავშვებს კლავენ.

რა სიტყვებით შეუძლიათ ევროპელ ლიდერებს აღწერონ ის, რაც ხდება? ყველა სიტყვა ზედმეტად რბილია.

ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია ამის დაშვება და მე ნამდვილად არ ვაპირებ რუსეთის მიმართ ტონის შერბილებას ან დუმილს.

კიდევ ვინ, თუ არა ესტონეთის ლიდერებმა – პრემიერ-მინისტრმა საჯარო გამოსვლებში თუ პირად საუბრებში, ესტონეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებმა სხვადასხვა გამოსვლებსა და საუბრებში – უნდა ისაუბრონ პირდაპირ იმაზე, თუ რას აკეთებს რუსეთი? როგორც ჯონ მაკკეინმა ერთხელ თქვა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რუსეთი არის ბენზინგასამართი სადგური, რომელიც თავს ქვეყნად ასაღებს და დღეს მას დიქტატორი მართავს, რომელიც ქალებსა და ბავშვებს კლავს. და, ჩემი აზრით, ნებისმიერი სიტყვა ძალიან რბილია ამის აღსაწერად“, – დასძინა ესტონეთის პრემიერმა.

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/NECATI SAVAS

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან აგრესიას დაიწყებდა, ჩვენ ვაფრთხილებდით რუსი დიქტატორის, პუტინის, გეგმებისა და განზრახვების შესახებ. ჩვენ ამას ვაგრძელებთ და მეც გავაგრძელებ. თავს არ ვიკავებ, რადგან დიქტატორების სიამოვნება ან მათი გულისთვის დუმილი ნამდვილად არ არის გამოსავალი. პირიქით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა და უკრაინის მხარდაჭერა – ეს არის ერთადერთი გზა, რათა პუტინმა შეცვალოს თავისი მიზნები“
კრისტენ მიხალი
„ესტონეთი ამას ნამდვილად აკეთებს“
„ახლა, ამ ზამთრის პირას, პუტინის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიისა და გათბობის ინფრასტრუქტურა იბომბება და ნადგურდება. ისინი ქალებსა და ბავშვებს კლავენ. რა სიტყვებით შეუძლიათ ევროპელ ლიდერებს აღწერონ ის, რაც ხდება? ყველა სიტყვა ზედმეტად რბილია. ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია ამის დაშვება და მე ნამდვილად არ ვაპირებ რუსეთის მიმართ ტონის შერბილებას ან დუმილს. კიდევ ვინ, თუ არა ესტონეთის ლიდერებმა – პრემიერ-მინისტრმა საჯარო გამოსვლებში თუ პირად საუბრებში, ესტონეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებმა სხვადასხვა გამოსვლებსა და საუბრებში – უნდა ისაუბრონ პირდაპირ იმაზე, თუ რას აკეთებს რუსეთი? როგორც ჯონ მაკკეინმა ერთხელ თქვა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რუსეთი არის ბენზინგასამართი სადგური, რომელიც თავს ქვეყნად ასაღებს და დღეს მას დიქტატორი მართავს, რომელიც ქალებსა და ბავშვებს კლავს. და, ჩემი აზრით, ნებისმიერი სიტყვა ძალიან რბილია ამის აღსაწერად“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„როიტერი“: „პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ მკვეთრი განცხადებებისგან თავის შეკავებისა და რიტორიკის შერბილებისკენ მოუწოდა“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები