საფრანგეთში საპროტესტო აქციაზე ჰელოუინის ნიღბების ტარებისთვის 150 ევროს ოდენობის ჯარიმა შემოიღეს
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნიესის გაფრთხილებით, ჰელოუინის ღამეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მიზნით სახის დაფარვა სამართალდარღვევად ჩაითვლება და 150 ევროთი დაჯარიმდება.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა გააფრთხილა მოქალაქეები, რომ 31 ოქტომბერს, ჰელოუინის ღამეს სახის დაფარვა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მიზნით, სამართალდარღვევად ჩაითვლება და მოქალაქე 150 ევროთი დაჯარიმდება. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
„ჰელოუინის ღამის გამოყენება საბაბად არ შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებრივ ადგილებში სახის დაფარვის კანონიერ საფუძვლად, თუ ამის მიზანი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაა“, - განაცხადა ნუნიესმა.
საფრანგეთის ეროვნული პოლიციის პრესსპიკერმა აგატ ფუკომ კი აღნიშნა, რომ სამართალდამცველებს მოუწევთ დისკრეციული უფლების გამოყენება, რათა ერთმანეთისგან განასხვაონ პოტენციურად ძალადობრივი აქციის მონაწილეები და ჩვეულებრივი გამვლელები.
მისი განმარტებით, ჰელოუინის კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვების მიმართ პოლიცია ლმობიერი იქნება.
ციტატები სტატიიდან
„ჰელოუინის ღამის გამოყენება საბაბად არ შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებრივ ადგილებში სახის დაფარვის კანონიერ საფუძვლად, თუ ამის მიზანი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…