ირაკლი ფურცელაძე, ბათუმში, "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო
ბათუმში „ვარდისფერი ოქტომბრის“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგის სამიზნე 17 200 მაჩვენებლიდან უკვე 17 000 კვლევა შესრულდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმში "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო.
ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ქვეყანაში ძუძუს კიბოს სკრინინგის მიმდინარე წლის სამიზნე მაჩვენებელი 17 200 ქალის გამოკვლევას ითვალისწინებდა, საიდანაც ამ ეტაპზე, 17 000 სკრინინგული კვლევა უკვე განხორციელებულია.
ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ფართომასშტაბიანი კომბინირებული სკრინინგების კამპანიის ფარგლებში, სამიზნე 100 000 ბენეფიციარს შეადგენს. დღეის მდგომარეობით, 85 000 კვლევა უკვე შესრულებულია, მიმდინარე მონაცემების გათვალისწინებით წლის ბოლომდე მაჩვენებელი მკვეთრად გაიზრდება და განსაზღვრულ მიზნობრივ ნიშნულსაც გადააჭარბებს.
ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციამ, "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში, რეგიონებში მასშტაბურ კამპანია განახორციელა, რომელიც ძუძუს კიბოს შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ეკა ადამია, ცენტრის თანამშრომლები და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძე ესწრებოდნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…