"ყველა ისტორია უნიკალურია, ყველა გზა მნიშვნელოვანი" - "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში ბათუმში შეხვედრა გაიმართა
ბათუმში „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, სადაც ყურადღება ძუძუს კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკასა და უფასო სკრინინგზე გამახვილდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მთავარი მიზანი დაავადების საწყის სტადიაზე გამოვლენა და მეტი ქალის ჩართვაა.

"ყველა ისტორია უნიკალურია, ყველა გზა მნიშვნელოვანი" - ამ სლოგანით "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში, ბათუმში შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. შეკრების მთავარი მიზანი ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ღია დიალოგის ხელშეწყობა იყო. ხაზი გაესვა უფასო სკრინინგ-პროგრამებსა და სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობის სრულ დაფინანსებას, რაც დაავადების დროულად დამარცხების მთავარი წინაპირობაა.
"ვიმსჯელეთ ყველა იმ გამოწვევაზე და მიღწევებზე, რაც პროგრამულ ფარგლებში გვაქვს. ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ მეტი და მეტი ქალბატონი ჩავრთოთ საინფორმაციო კამპანიაში, სკრინინგში, გავაუმჯობესოთ სკრინინგის მოცვითი მაჩვენებლები. ძირითადი გამოვლენა გვქონდეს ნულ და პირველად სტადიაზე, რაც არის განკურნების წინაპირობა," - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე.
ციტატები სტატიიდან
„ვიმსჯელეთ ყველა იმ გამოწვევაზე და მიღწევებზე, რაც პროგრამულ ფარგლებში გვაქვს. ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ მეტი და მეტი ქალბატონი ჩავრთოთ საინფორმაციო კამპანიაში, სკრინინგში, გავაუმჯობესოთ სკრინინგის მოცვითი მაჩვენებლები. ძირითადი გამოვლენა გვქონდეს ნულ და პირველად სტადიაზე, რაც არის განკურნების წინაპირობა,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.