ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმში „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო

საქართველოს პარლამენტისაქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

ბათუმში „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგის წლიური სამიზნე 17 200 კვლევიდან ქვეყანაში უკვე 17 000 ჩატარდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმში „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმში „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას დაესწროიმედინიუსი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმში „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო.

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ქვეყანაში ძუძუს კიბოს სკრინინგის მიმდინარე წლის სამიზნე მაჩვენებელი 17 200 ქალის გამოკვლევას ითვალისწინებდა, საიდანაც ამ ეტაპზე, 17 000 სკრინინგული კვლევა უკვე განხორციელებულია.

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ფართომასშტაბიანი კომბინირებული სკრინინგების კამპანიის ფარგლებში, სამიზნე 100 000 ბენეფიციარს შეადგენს. დღეის მდგომარეობით, 85 000 კვლევა უკვე შესრულებულია, მიმდინარე მონაცემების გათვალისწინებით წლის ბოლომდე მაჩვენებელი მკვეთრად გაიზრდება და განსაზღვრულ მიზნობრივ ნიშნულსაც გადააჭარბებს.

ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციამ, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, რეგიონებში მასშტაბურ კამპანია განახორციელა, რომელიც ძუძუს კიბოს შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ეკა ადამია, ცენტრის თანამშრომლები და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ფურცელაძე, ბათუმში, "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ფურცელაძე, ბათუმში, "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები