რუსეთში, ქალაქ უფაში დრონების შეტევის შემდეგ ხანძარი გაჩნდა ნავთობის ქარხანაში – მედია
რუსეთის ქალაქ უფაში დრონების თავდასხმის შემდეგ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. მედიის ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ „ბაშნეფტ-ნოვოილის“ საწარმოშია გავრცელებული.

31 ოქტომბერს, ღამით, რუსეთში, ქალაქ უფაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონების თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ღამით აფეთქებების ხმა გაიგეს, დილით კი ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ინდუსტრიული ზონიდან კვამლის სვეტები შენიშნეს.
დაკვამლიანების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა ტელეგრამზე ვრცელდება.
უკრაინული მედია წერს, რომ სავარაუდოდ ხანძარი ბაშნეფტ-ნოვოილის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩნდა.
ფოტო: Exilenova+/telegram
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…