ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლაშა დოლიძემ აგროკონფერენცია „AGRIFUTURE GEORGIA 2026“ გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ ყოველწლიური აგროკონფერენცია „AGRIFUTURE GEORGIA 2026“ გახსნა, რომელშიც ათი ქვეყნის 17 საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა.

ლაშა დოლიძემ აგროკონფერენცია „AGRIFUTURE GEORGIA 2026“ გახსნა
ლაშა დოლიძემ აგროკონფერენცია „AGRIFUTURE GEORGIA 2026“ გახსნაიმედინიუსი

ყოველწლიური აგროკონფერენცია „AGRIFUTURE GEORGIA 2026“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება ქართულ აგროსექტორში საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავების, ინვესტიციების მოზიდვის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდის საკითხებზე გაამახვილა და ხაზი გაუსვა მსგავსი ფორუმების მნიშვნელობას დარგის განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის პროცესში.

„AGRIFUTURE GEORGIA“ წლების განმავლობაში ვითარდება და დღეს უკვე ასობით ბიზნესმენს, ორგანიზაციასა და უცხოელ პარტნიორს აერთიანებს. მსგავსი ფორუმები ხელს უწყობს ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების, ინვესტიციებისა და ცოდნის მოზიდვას, რაც აგროსექტორის განვითარებას აჩქარებს. სახელმწიფო მიესალმება და მხარს უჭერს ასეთ ინიციატივებს. ჩვენც ვცდილობთ, ხელთ არსებული სხვადასხვა ინსტრუმენტით ხელი შევუწყოთ სექტორის განვითარებას და ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ.

„აგროკონფერენცია საქართველოში უკვე მესამე წელია ტარდება. წლევანდელ ღონისძიებაში ათი ქვეყნის 17 საერთაშორისო კომპანია, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები, ფერმერები და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ ინვესტორებიც, რომლებსაც სოფლის მეურნეობაში ინვესტირების ინტერესი აქვთ. ჩვენი სურვილია, „AGRIFUTURE GEORGIA“ მომავალში რეგიონულ აგრარულ ჰაბად ჩამოყალიბდეს და კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს“, - განაცხადა NIADAGI Group-ის დამფუძნებელმა ნიკოლოზ დიდებაშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „გასაღების ბაზრები და ინოვაციები სოფლის მეურნეობაში“, რომელშიც წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების (RK Growers, Vivent Biosignals, Schrijnwerkers Plants B.V., NIADAGI Group) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მოწყობილ საგამოფენო სივრცეში ადგილობრივ ფერმერებსა და აგრომეწარმეებს მსხვილ მწარმოებლებთან შეხვედრის, ახალი ტექნოლოგიებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების გაცნობის საშუალება მიეცათ.

NIADAGI Group-ის ორგანიზებით გამართული ღონისძიების მონაწილეებს, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანმა, აგრარული სექტორის სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმები და მდგრადი აგრობიზნესის დაფინანსების შესაძლებლობები გააცნო.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოლაშა დოლიძემ აგროკონფერენცია "AGRIFUTURE GEORGIA 2026" გახსნა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„AGRIFUTURE GEORGIA“ წლების განმავლობაში ვითარდება და დღეს უკვე ასობით ბიზნესმენს, ორგანიზაციასა და უცხოელ პარტნიორს აერთიანებს. მსგავსი ფორუმები ხელს უწყობს ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების, ინვესტიციებისა და ცოდნის მოზიდვას, რაც აგროსექტორის განვითარებას აჩქარებს. სახელმწიფო მიესალმება და მხარს უჭერს ასეთ ინიციატივებს. ჩვენც ვცდილობთ, ხელთ არსებული სხვადასხვა ინსტრუმენტით ხელი შევუწყოთ სექტორის განვითარებას და ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს“
ლაშა დოლიძე
„აგროკონფერენცია საქართველოში უკვე მესამე წელია ტარდება. წლევანდელ ღონისძიებაში ათი ქვეყნის 17 საერთაშორისო კომპანია, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები, ფერმერები და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ ინვესტორებიც, რომლებსაც სოფლის მეურნეობაში ინვესტირების ინტერესი აქვთ. ჩვენი სურვილია, „AGRIFUTURE GEORGIA“ მომავალში რეგიონულ აგრარულ ჰაბად ჩამოყალიბდეს და კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს“
ნიკოლოზ დიდებაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლაშა დოლიძემ აგროკონფერენცია "AGRIFUTURE GEORGIA 2026" გახსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები