ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლონური მედია - კაროლ ნავროცკი, რომელიც სენეგალში მიფრინავდა, პოლონეთში დაბრუნდა და საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში შესვლა სცადა

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ სენეგალში ფრენა შეწყვიტა, ვარშავაში დაბრუნდა და საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში შესვლა სცადა. მოსამართლე მაცეი ბერეკის განცხადებით, პოლიციამ პრეზიდენტი შეაკავა, ნავროცკი კი მოსამართლეებს „ფიზიკურად დაუპირისპირდა“.

პოლონური მედია - კაროლ ნავროცკი, რომელიც სენეგალში მიფრინავდა, პოლონეთში დაბრუნდა და საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში შესვლა სცადა
პოლონური მედია - კაროლ ნავროცკი, რომელიც სენეგალში მიფრინავდა, პოლონეთში დაბრუნდა და საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში შესვლა სცადაინტერპრესნიუსი

კაროლ ნავროცკი პოლონეთში დაბრუნდა და საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში შესვლა სცადა, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო არსებული კრიზისის გამწვავების ფონზე პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი, რომელიც სენეგალში მიფრინავდა, უკან, ვარშავაში დაბრუნდა.

„ამ მომენტში პრეზიდენტი პოლონეთში უნდა იმყოფებოდეს. მე სენეგალისკენ ფრენას ვწყვეტ. პოლონეთში ვბრუნდები“, - დაწერა ნავროცკიმ X-ზე.

პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ადგილზე პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი მივიდა.

მოსამართლე მაცეი ბერეკმა სოციალურ პლატფორმა X-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობს ნავროცკი შენობაში შესვლას, ხოლო პოლიცია მის შეკავებას.

ბერეკის თქმით, ნავროცკიმ შენობაში შესვლა ვერ შეძლო, თუმცა მოსამართლეებს „ფიზიკურად დაუპირისპირდა“.

ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, რაფალ ლეშკევიჩმა განაცხადა, რომ ნავროცკის ტრიბუნალის შენობაში შესვლაში ხელი შეუშალეს.

მოგვიანებით, ნავროცკიმ საკონსტიტუციო ტრიბუნალის ტერიტორია დატოვა და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საპარლამენტო პარტიებთან სასწრაფო კონსულტაციების გამართვა მოითხოვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. ოპერატიული ზსუ · Telegramნეიტრალურიკაროლ ნავროცკი: ასეთ დროს პრეზიდენტი პოლონეთში უნდა იყოს. სენეგალისკენ ფრენას ვწყვეტ. ვბრუნდები
  2. იმედინიუსისამთავრობოAP: პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გამართული აქცია დაკავებებით დასრულდა
  3. იმედინიუსისამთავრობომედია: პოლონეთის პრეზიდენტი გვიან ღამით წინააღმდეგობის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შევიდა
  4. რუსთავი 2სამთავრობოპოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე დაპირისპირება მოხდა - პოლიციამ სამი პირი დააკავა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ მომენტში პრეზიდენტი პოლონეთში უნდა იმყოფებოდეს. მე სენეგალისკენ ფრენას ვწყვეტ. პოლონეთში ვბრუნდები“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პოლონეთში პოლიტიკური კრიზისი მწვავდება – პოლიციამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში რეიდი ჩაატარაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები