მაკა ბოჭორიშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა.
ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის სფეროში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე.
ჰანს კლუგემ მინისტრს საკუთარი კანდიდატურა და ორგანიზაციის საქმიანობის სამომავლო ხედვა წარუდგინა.
მაკა ბოჭორიშვილმა დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…