“ივანიშვილის ნათესავის კომპანია ბავშვებს სლოტების თამაშს ასწავლიდა” – სალომე სიმონია
სამოქალაქო აქტივისტ სალომე სიმონიას მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის ნათესავის კომპანიამ ბავშვებს სლოტების თამაში ასწავლა, ხელისუფლება კი ამ ბიზნესის ხელშემწყობ კანონებს იღებს. მისი თქმით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა მკვეთრად იზრდება და ყოველთვიურად 900 000 ადამიანი თამაშობს.

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
ბიძინა ივანიშვილის ნათესავის კომპანიას ბავშვები ჰყავდა მოწვეული და სლოტების თამაშს ასწავლიდნენ.
ამ დროს, წლიდან წლამდე იზრდება თამაშდამოკიდებულთა, შესაბამისად თანადამოკიდებულთა რაოდენობაც.
რაც საერთო ჯამში, დაახლოებით, მოსახლეობის 15 %-მდე გამოდის.
თამაშისთვის აღებული ვალების გამო ოჯახის წევრებს ემიგრაციაში უწევთ წასვლა. სამწუხაროდ, უფრო მძიმე, ფატალური შედეგებიც გვაქვს.
ყოველწლიურად, საშუალოდ 10 მილიარდით იზრდება ამ ბიზნესის ბრუნვა – 2024 წელს თუ 76 მლრდ. იყო, 2025 წელს 88,4 მილიარდი გახდა.
ფინანსთა სამინისტროს მიხედვით, ყოველთვიურად 900 000 ადამიანი თამაშობს და აქედან, უცხო ქვეყნის მოქალაქეა მხოლოდ 12 000 ადამიანი.
ნაცვლად, არსებული პრობლემის მოგვარებისა, ოცნება დაჩქარებულად ისეთ კანონებს იღებს, რომელიც უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ ბიზნესს.
მაგრამ კიდევ მეტად ჩაითრევს, უფრო გააღარიბებს ახალგაზრდობას. მეტად დამოკიდებულს, მოწყვლადს გახდის.
სამაგიეროდ, სათამაშო ბიზნესის მფლობელები, რომლებიც ოცნებისვე მოქმედი და ყოფილი ჩინოვნიკები, ნათესავები და ახლობლები არიან – უფრო და უფრო გამდიდრდებიან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…