ვინ იგებს, როცა თქვან აგებთ?! - რას აფინანსებენ ფულით, რომელსაც ხალხი კაზინოში აგებს
მკვლევარების ინფორმაციით, სათამაშო ბიზნესის მფლობელებმა „ქართულ ოცნებას“ 1,496,000 ლარზე მეტი შესწირეს. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეალური რიცხვი 350 ათასს აღწევს, ხოლო სექტორის ბრუნვა ბიუჯეტს ბევრად აღემატება.
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა ოფიციალურ რეესტრში ე.წ. შავ სიაში 36 000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, რეალური ციფრი გაცილებით საგანგაშოა და აზარტულ თამაშზე დამოკიდებულიი მოქალაქეების რიცხვი 350 ათასს აღწევს. მათ შორის უამრავი მოზარდია.
სკოლის ასაკიდან დაწყებული თამაში, დანგრეული მომავალი და ფული, რომელსაც სიკვდილის სუნი უდის - ასე შეაფასეს შვილმოკლულმა დედებმა სათამაშო ბიზნესის მიერ გამომუშავებული მილიარდები, რომელთაც მიღმა კონკრეტული ადამიანების ტრაგედიები დგას.
სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ, 2025 წელს 88,37 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც ქვეყნის ბიუჯეტს ბევრად აღემატება.
ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა გასულ წელთან შედარბით, 15.3%-ით გაიზარდა. 2026 წლის მხოლოდ ორ კვარტალში კი, სექტორის ბრუნვამ 47 მილიარდ 300 მილიონი ლარი შეადგინა.
6 წლის წინ, "ქართული ოცნება" ხალხს დაპირდა, თუმცა ოფიციალური მონაცემებით, 4 წელიწადში სათამაშო ბიზნესის ზბრუნვა 40 მილიარდი ლარით გაიზარდა.
საქართველოში სულ 7 მსხვილი ონლაინ-ოპერატორია. საერთაშორისო გამოცემებმა შეისწვალეს კომპანიების ფინანსური ანგარიშგებები და გაარკვიეს ვინ რამდენი იშოვა, თქვენი წაგებული ფულიდან:
706 მილიონი ლარი - "აჭარა ბეთის", 464 მილიონი - "ბეთლაივის", 417 მილიონი - "კრისტალბეთის", 226 მილიონი - "კროკობეთის", 173 მილიონი - "ევოლუშენ ჯორჯიას", 157 მილიონი - "ლიდერბეთ სლოტის", 152 მილიონი კი "ევროპა ბეთის" ანგარიშზე შევიდა.
ვის ეკუთვნის სათამაშო ბიზნესი საქართველოში? - 7 მსხვილი კომპანიიდან უმეტესობა "ქართლ ოცნებასთან" დაახლოვებული ბიზნესმენების საკუთრება. მას შემდეგ რაც აზარტული თამშენბის ოპერატორი კომპანიების შემოსავალი რეკორდებს ხსნის, ამ ბიზნესების მფლობელებმა, აქ მიღებული მილიონების ჩასხმა სამშენებლო ბიზნესშიც გადაწყვიტეს, ხალხის წაგებული მილიონებით თბიოლისი ცათამბჯენები შენდება.
ქვეყნის 10 უმსხვილესი კომპანიიდან, სადაც ყველაზე მეტი ფული ბრუნავს, 7 სწორედ სათამაშო ბიზნესიდან მოდის.
მესამე სექტორში გაარკვიეს ისიც, რომ სათამაშო ბიზნესის მფლობელები "ქართული ოცნების" მსხვილი შემომწირველები არიან.
მკვლევარების ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ 1,496, 000 ლარზე მეტი შეწირულება მიიღო სათამაშო ბიზნესისგან.
ვრცლად ნახეთ მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალურ რეპორტაჟში
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…